ესაია 41:1—29

  • მზის ამოსავლიდან მომავალი დამპყრობელი (1—7).

  • ისრაელი, ღვთის რჩეული მსახური (8—20).

    • აბრაამი, ღვთის მეგობარი (8).

  • იეჰოვა უპირისპირდება სხვა ღმერთებს (21—29).

41  „დადუმდით და მომისმინეთ, კუნძულებო!ძალ-ღონე მოიკრიბონ ერებმა. მომიახლოვდნენ და მაშინ ილაპარაკონ;+ შევიკრიბოთ სამსჯავროზე.  2  ვინ მოუხმო მას მზის ამოსავლიდან?+ვინ მოიხმო მან თავის ფერხთით სამართლის აღსასრულებლად,რომ მისთვის გადაეცა ხალხებიდა დაემორჩილებინა მეფეები?+ ვინ გააცამტვერა ისინი თავისი მახვილის წინაშე,ვინ დაამსგავსა ისინი ქარწაღებულ ბზეს თავისი მშვილდის წინაშე?  3  ის სდევნის მათ, დაუბრკოლებლივ გადის გზებს, რომლებზეც აქამდე ფეხი არ დაუდგამს.  4  ვინ მოიმოქმედა და ვინ აღასრულა ეს?ვინ მოუხმო თაობებს დასაწყისიდან? მე, იეჰოვამ! მე ვარ პირველი;+უკანასკნელთათვისაც იგივე ვიქნები“.+  5  კუნძულებმა დაინახეს და შეშინდნენ, შიშისგან აკანკალდნენ დედამიწის კიდეები; იკრიბებიან და გამოდიან.  6  თითოეული თავის მეგობარს ეხმარებადა თავის ძმას ეუბნება, გამაგრდიო.  7  ხელოსანი მჭედელს ამხნევებს,+უროთი ლითონის გამსწორებელიგრდემლზე ჩაქუჩის დამრტყმელს ამხნევებს. ის შედუღებულზე ამბობს, კარგიაო. ბოლოს ლურსმნებით ამაგრებენ მას, რომ მყარად იდგეს.  8  „შენ კი, ისრაელო, ჩემი მსახური ხარ,+იაკობ, ჩემო ამორჩეულო,+ჩემი მეგობრის, აბრაამის, შთამომავალო,+  9  დედამიწის კიდეებიდან რომ წამოგიყვანე+და მისი შორეული მხარეებიდან მოგიხმე. გითხარი, ჩემი მსახური ხარ,+მე ამოგარჩიე, არ უარგყავი-მეთქი.+ 10  ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ!+ ნუ შეშფოთდები, რადგან შენი ღმერთი ვარ!+ მე გაგამაგრებ, მე დაგეხმარები,+ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ! 11  აი, შერცხვება და დამცირდება ყველა, ვინც შენზეა განრისხებული;+ არარაობად იქცევიან და დაიღუპებიან შენთან მებრძოლნი.+ 12  ძებნას დაუწყებ მათ, ვინც გებრძვიან, მაგრამ ვეღარ იპოვი,აღარ იარსებებენ და არარაობად იქცევიან ისინი, ვინც გმტრობენ,+ 13  რადგან მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები!+ 14  ნუ გეშინია, მატლო* იაკობ!+ისრაელის ხალხო, მე დაგეხმარები, — ამბობს იეჰოვა, შენი გამომსყიდველი,+ ისრაელის წმინდა. — 15  აი, კევრად გაქციე,+ახალ კევრად, ორლესული კბილებით. შენ გალეწავ და შემუსრავ მთებს,ბზედ აქცევ გორებს. 16  გაანიავებ მათდა ქარი წაიღებს,ქარიშხალი გაფანტავს. გაიხარებ იეჰოვათი,+იამაყებ ისრაელის წმინდით.+ 17  წყალს ეძებენ ღარიბები და საწყლები, მაგრამ არსად არის, ენა გაუშრათ წყურვილისგან.+ მე, იეჰოვა, ვუპასუხებ მათ,+ მე, ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ მათ.+ 18  შიშველ გორებზე მდინარეებს გადმოვაჩქეფებ,+ველებზე — წყაროებს.+ ლერწმიან ტბორად ვაქცევ უდაბნოს,წყაროებად — უწყლო მიწას.+ 19  უდაბნოში დავრგავ კედარს,აკაციას, მირტსა და ფიჭვს.+ ხრიოკზე დავრგავ ღვიასდა მასთან ერთად იფანსა და კვიპაროსს,+ 20  რათა ყველამ იხილოს და გაიგოს,დაუკვირდეს და ჩასწვდეს,რომ იეჰოვას ხელმა გააკეთა ეს,ისრაელის წმინდამ მოიმოქმედა.+ 21  წარმოადგინეთ თქვენი საქმე, — ამბობს იეჰოვა. — წარმოადგინეთ თქვენი მტკიცებულებები, — ამბობს იაკობის მეფე. — 22  წარმოადგინეთ და გვითხარით ის, რაც უნდა მოხდეს. მოგვიყევით, რა მოხდა უწინ,რომ ჩავუკვირდეთ და გავიგოთ მათი დასასრული, ან იქნებ გვაუწყოთ მოსახდენი.+ 23  გვითხარით, რა მოხდება მომავალში,რათა მივხვდეთ, რომ ღმერთები ხართ.+ ან კარგი გააკეთეთ, ან ცუდი,რომ გაგვაოგნოს ნანახმა.+ 24  აი, არარაობა ხართდა არაფრისთვის მიგიღწევიათ.+ საძაგელია, ვინც თქვენ აგირჩიათ.+ 25  ვიღაცას მოვუხმე ჩრდილოეთიდან და მოვა,+მზის ამოსავლიდან წამოსული+ მოუხმობს ჩემს სახელს. თიხასავით გათელავს მმართველებს,+ როგორც მეთუნე ზელს სველ თიხას. 26  ვინ თქვა ეს დასაწყისში, რომ გვცოდნოდა,ან წარსულში, რომ გვეთქვა, ის მართალიაო?+ ნამდვილად არავის უთქვამს, არავის გაუცხადებია! თქვენგან არავის არაფერი სმენია!+ 27  მე ვიყავი პირველი, ვინც სიონს უთხრა, აი ისინი-მეთქი.+ იერუსალიმს გავუგზავნი მახარობელს.+ 28  ვიყურებოდი და არავინ ჩანდა,არავინ იყო მათ შორის რჩევის მომცემი, მე კი პასუხს ვითხოვდი. 29  აი, ყოველი მათგანი არარსებულია. არარაობაა მათი საქმეები. ქარი და არარაობაა მათი ჩამოსხმული ქანდაკებები“.+

სქოლიოები

იგულისხმება მისი დაუცველობა და სისაწყლე.