ესაია 25:1—12

  • ღმერთი უხვად აკურთხებს თავის ხალხს (1—12).

    • იეჰოვა ნადიმს გამართავს საუკეთესო ღვინით (6).

    • სიკვდილი სამუდამოდ მოისპობა (8).

25  იეჰოვა, შენ ხარ ჩემი ღმერთი. გადიდებ, ხოტბას ვასხამ შენს სახელს,რადგან საოცრებებს ახდენ;+შენი განზრახვები ოდითგანვე+საიმედო+ და სანდოა.  2  ქვების გროვად აქციე ქალაქი,ნანგრევებად — გამაგრებული ქალაქი; აღარ არსებობს უცხოტომელთა კოშკი,აღარასდროს აშენდება ქალაქი.  3  ამიტომ ძლიერი ხალხი განგადიდებს,შენი შიში შეიპყრობს ულმობელი ერების ქალაქს.+  4  შენ გახდი საწყლისთვის ციხესიმაგრე,ციხესიმაგრე ღარიბისთვის გასაჭირის დროს,+ თავშესაფარი ქარიშხალში,ჩრდილი სიცხეში.+ქარიშხალივით ასკდება კედელს მტარვალთა რისხვა,  5  სიცხესავითაა გადახრუკულ მიწაზე;შენ ახშობ უცხოტომელთა ხმაურს. როგორც მცხუნვარება იხშობა ღრუბლის ჩრდილით,ისე იხშობა მტარვალთა სიმღერა.  6  ლაშქართა ღმერთი იეჰოვა ამ მთაზე+ ყველა ხალხსგაუმართავს ნადიმს ნაირ-ნაირი კერძებით,+ნადიმს თხლედალექილი ღვინით,ძვლისტვინიანი ნაირ-ნაირი კერძებით,საუკეთესო, დაწმენდილი, ღვინით.  7  ამ მთაზე გააქრობს იგი სუდარას, ყველა ხალხს რომ ფარავს,და ქსოვილს, ყველა ერს რომ აფარია.  8  სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს+და ყველას მოსწმენდს ცრემლს სახიდან უზენაესი უფალი იეჰოვა.+ ჩამორეცხავს თავის ხალხს სირცხვილს მთელ დედამიწაზე,რადგან იეჰოვამ თქვა ეს.  9  იმ დღეს იტყვიან: „აი, ეს არის ჩვენი ღმერთი!+ მასზე ვამყარებთ იმედს+და ის გვიხსნის.+ ეს არის იეჰოვა! მასზე ვამყარებთ იმედს; ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან ის არის მხსნელი“.+ 10  იეჰოვას ხელი დაესვენება ამ მთაზე;+მოაბი ისე გაითელება თავის ადგილზე,+როგორც ნამჯა ნაკელში. 11  ისე მოუსვამს მას ხელს,როგორც მოცურავე უსვამს ცურვისას,და მარჯვედ მოქნეული ხელითდაამცირებს მის ამპარტავნობას.+ 12  დასცემს გამაგრებულ ქალაქსმის მაღალ გალავანთან ერთად; მიწასთან გაასწორებს და გააცამტვერებს.

სქოლიოები