ესაია 1:1—31

  • მამა და მისი ურჩი ძეები (1—9).

  • იეჰოვას სძულს ფორმალური თაყვანისცემა (10—17).

  • „მოვაგვაროთ საქმეები“ (18—20).

  • სიონს კვლავ „ერთგული ქალაქი“ დაერქმევა (21—31).

1  ესაიას*,+ ამოცის ძის, ხილვა, რომელიც იუდასა და იერუსალიმის შესახებ იხილა იუდას მეფეების,+ უზიას,+ იოთამის,+ ახაზისა+ და ხიზკიას+ დროს:  2  ისმინე, ზეცავ, და ყური უგდე, დედამიწავ,+იეჰოვა ლაპარაკობს: „ძეები აღვზარდე,+ისინი კი ამიმხედრდნენ.+  3  ხარი თავის მყიდველს ცნობსდა ვირი — თავისი პატრონის ბაგას,ისრაელი კი არ მიცნობს,+შეუგნებლად იქცევა ჩემი ხალხი“.  4  ვაი, ცოდვილ ერს,+დანაშაულით დამძიმებულ ხალხს,ბოროტმოქმედთა შთამომავლობას, გარყვნილ ძეებს! უორგულეს იეჰოვას,+უპატივცემულოდ მოექცნენ ისრაელის წმინდას,ზურგი აქციეს მას.  5  უარესად რომ მეურჩებით, სადღა დაგარტყათ?!+ თავი იარებით გაქვთ დაფარული,გული კი — დასნეულებული.+  6  თხემით ტერფამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ; თქვენი ჭრილობები, დაჟეჟილობა და იარებიარავის დაუმუშავებია, არც შეუხვევია და არც ზეთით დაურბილებია.+  7  თქვენი ქვეყანა გაპარტახებულია, თქვენი ქალაქები კი — ცეცხლით გადამწვარი; თქვენს მიწაზე მოწეულს უცხოტომელები ჭამენ თქვენ თვალწინ,+ უცხოტომელთა მიერ აოხრებულს დაემსგავსა თქვენი მიწა.+  8  სიონის ასული ვენახში მიტოვებულ საჩრდილობელს,კიტრის ბაღჩაში ჩადგმულ ქოხსა და ალყაშემორტყმულ ქალაქს დაემსგავსა.+  9  ლაშქართა ღმერთ იეჰოვას ცოცხალი რომ არ დაეტოვებინა ზოგიერთი ჩვენგანი,სოდომივით ვიქნებოდითდა გომორას დავემსგავსებოდით.+ 10  ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, სოდომის ულმობელო მმართველებო!+ ყური დაუგდეთ ჩვენი ღვთის კანონს, გომორელებო!+ 11  „რას მარგებს თქვენი დიდძალი შესაწირავი?+ — ამბობს იეჰოვა. — ყელში ამომივიდა დასაწვავ მსხვერპლად შეწირული ვერძები+ და ნასუქი პირუტყვის ქონი;+არ მსიამოვნებს თქვენი მოზვრების,+ თოხლებისა და თხების+ სისხლი.+ 12  ჩემ წინაშე რომ მოდიხართ,+ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა?!+ 13  ნუღარ მომიტანთ მაგ უსარგებლო მარცვლეულ შესაწირავს. თქვენი საკმეველი საძულველია ჩემთვის.+ თქვენ იცავთ ახალმთვარობებსა+ და შაბათებს,+ მართავთ შეკრებებს,+მაგრამ ვერ ვიტან თქვენს ჯადოქრობას+თქვენი საზეიმო შეკრების დროს. 14  შემძულდა თქვენი ახალმთვარობები და დღესასწაულები, ტვირთად დამაწვა;დავიღალე მათი ზიდვით. 15  ხელებს რომ აღაპყრობთ,თვალს გარიდებთ.+ ბევრს კი ლოცულობთ,+მაგრამ არ გისმენთ;+ მრავალთა სისხლში გაქვთ გასვრილი ხელი.+ 16  განიბანეთ, განიწმინდეთ,+ნუღარ აკეთებთ ცუდს ჩემ თვალწინ,ზურგი აქციეთ ბოროტებას!+ 17  ისწავლეთ კარგის კეთება, ეძებეთ სამართალი,+შეაგონეთ მჩაგვრელი,გამოესარჩლეთ ობოლს, სამართალი გაუჩინეთ ქვრივს.+ 18  მოდით და მოვაგვაროთ საქმეები, — ამბობს იეჰოვა.+ — ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები,თოვლივით გათეთრდება;+შინდისფერი ქსოვილივითაც რომ იყოს,მატყლს დაემსგავსება. 19  თუ მოინდომებთ და მომისმენთ,მიწის დოვლათს შეჭამთ,+ 20  მაგრამ, თუ არ მომისმენთ და მეურჩებით,მახვილი გშთანთქავთ;+ იეჰოვას ბაგე ამბობს ამას“. 21  ო, როგორ გამეძავებულა+ ერთგული ქალაქი!+ სამართლიანობა ყვაოდა+და სიმართლე მკვიდრობდა იქ,+ ახლა კი კაცისმკვლელებმა დაიდეს ბინა.+ 22  შენი ვერცხლი ხენჯად იქცა+და შენი ლუდი გაწყალდა; 23  შენი მთავრები ჯიუტები და ქურდთა თანამზრახველნი არიან,+ ყოველი მათგანი ქრთამის მოყვარულია და ძღვენსაა დახარბებული.+ ობოლს სამართალს არ უჩენენდა ქვრივის საქმეს ხელს არ ჰკიდებენ.+ 24  ამიტომ ჭეშმარიტი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,ისრაელის ძლიერი აცხადებს: „აი, თავიდან მოვიშორებ მოწინააღმდეგეებსდა შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.+ 25  ხელს მოგიღერებდა ნაცარტუტით მოგაცილებ ხენჯს, მოგაშორებ ყველა მინარევს.+ 26  ისეთივე მოსამართლეებს დაგინიშნავ, ძველად რომ გყავდნენ,ისეთივე მრჩევლებს — თავიდან რომ გყავდნენ.+ ამის შემდეგ „სიმართლის ქალაქი“, „ერთგული ქალაქი“, დაგერქმევა.+ 27  სამართლიანობით იქნება გამოსყიდული სიონი+და სიმართლით — იქ დაბრუნებული ხალხი. 28  ურჩები და ცოდვილები ერთდროულად დაეცემიან+და იეჰოვას მიმტოვებლებს ბოლო მოეღებათ.+ 29  შეგრცხვებათ იმ დიდი ხეების გამო, რომელსაც ელტვოდით,+და შერცხვებით თქვენ მიერ არჩეული ბაღების* გამო.+ 30  დიდ ფოთოლდამჭკნარ ხეს+და მოურწყავ ბაღს დაემსგავსებით. 31  ძლიერი ძენძად იქცევა,მისი საქმე კი — ნაპერწკლად;ორივე ერთად აბრიალდება და არავინ იქნება ჩამქრობი!“

სქოლიოები

ნიშნავს: „ხსნა იეჰოვასგანაა“.
სავარაუდოდ, „ხეები“ და „ბაღები“ კერპთაყვანისმცემლობას უკავშირდებოდა.