ეკლესიასტე 5:1—20

  • ღვთისმოშიშება (1—7).

  • დაბლა მდგომს მაღლა მდგომი ადევნებს თვალყურს (8, 9).

  • სიმდიდრის ამაოება (10—20).

    • ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება (10).

    • მსახურის ძილი ტკბილია (12).

5  დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როცა ღვთის სახლში მიდიხარ;+ გიჯობს, მოსასმენად წახვიდე,+ ვიდრე მსხვერპლი შესწირო სულელივით,+ რომელმაც არ იცის, რომ რასაც აკეთებს, ცუდია. 2  ენა წინ ნუ გაგისწრებს და ნურც დაუფიქრებლად ილაპარაკებ ღვთის წინაშე,+ რადგან ღმერთი ზეცაშია, შენ კი — დედამიწაზე; ამიტომ ცოტა ილაპარაკე.+ 3  ბევრ საფიქრალს სიზმრები მოჰყვება,+ მრავალსიტყვაობას კი — სისულელეების ფრქვევა.+ 4  როცა ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის შესრულებას,+ რადგან ღმერთი სულელ კაცს არ იწონებს.+ შეასრულე აღთქმული.+ 5  ჯობია, არ აღუთქვა, ვიდრე აღუთქვა და არ შეასრულო.+ 6  ბაგით ნუ შესცოდავ+ და ნუ იტყვი ანგელოზის წინაშე, შევცდიო.+ რატომ უნდა განარისხო ღმერთი შენი სიტყვით და მოასპობინო შენი ნაშრომი?!+ 7  როგორც ბევრი საფიქრალი უძღვის წინ სიზმრებს,+ ისე მრავალსიტყვაობა უძღვის წინ ამაოებას; გეშინოდეს ღვთისა.+ 8  თუ ხედავ, რომ შენს სამთავროში ღარიბებს ჩაგრავენ და სამართლიანობასა და სიმართლეს ფეხქვეშ თელავენ, ნუ გაგაოცებს ეს,+ რადგან მაღლა მდგომს უფრო მაღლა მდგომი ადევნებს თვალყურს; არიან მათზე მაღლა მდგომნიც. 9  ყველა მათგანი მიწის მოსავლით საზრდოობს; მეფესაც კი მიწა ასაზრდოებს.+ 10  ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით;+ ესეც ამაოებაა.+ 11  რაც მეტია დოვლათი, მით მეტია მჭამელი;+ რა ხეირი მის მფლობელს, მხოლოდ მისი ყურება თუ შერჩება?!+ 12  ბევრს ჭამს თუ ცოტას, მსახურს ტკბილად სძინავს, მდიდარს კი ქონების სიუხვე არ აძინებს. 13  უბედურება ვიხილე ცისქვეშეთში: კაცმა სიმდიდრე თავისივე საზიანოდ მოიხვეჭა; 14  ცუდად წაუვიდა საქმე, დაკარგა სიმდიდრე და, როცა ვაჟი შეეძინა, აღარაფერი გააჩნდა.+ 15  დედის მუცლიდან შიშველი გამოვიდა და შიშველივე წავა;+ თან ვერაფერს წაიღებს თავისი გარჯის სანაცვლოდ.+ 16  კიდევ ერთი უბედურება ის არის, რომ კაცი როგორც მოდის, ისე მიდის. რა ხეირი აქვს კაცს, რომლის ნაშრომსაც ქარი წაიღებს?!+ 17  ყოველდღე სიბნელეში ჭამს და არ შორდება იმედგაცრუება, ავადმყოფობა და სიბრაზე.+ 18  დავინახე, რა არის კარგი და მოსაწონი: კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში,+ რასაც ამ ცისქვეშეთში ეწევა იმ ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე, რომელიც ღმერთმა არგუნა; ეს არის მისი ჯილდო.+ 19  კაცმა, რომელსაც ღმერთი სიმდიდრეს, ქონებასა+ და მისი მოხმარების უნარს აძლევს, უნდა შეირგოს ჯილდო და სიამე ნახოს თავის შრომაში; ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია.+ 20  აღარ გაახსენდება მას წარსული, რადგან ღმერთი გულს სიხარულით უვსებს.+

სქოლიოები