ეკლესიასტე 11:1—10
11 წყალს გაატანე შენი პური+ და მრავალი დღის შემდეგ იპოვი მას.+
2 გაუყავი შვიდს, გინდაც რვას,+ რადგან არ იცი, რა უბედურება დატრიალდება დედამიწაზე.
3 ღრუბლები წყლით რომ აივსება, დედამიწაზე წვიმა წამოვა; ხე ძირს რომ დაეცემა, სამხრეთით იქნება თუ ჩრდილოეთით, სადაც დაეცემა, იქვე დარჩება.
4 ვინც ქარს შეჰყურებს, თესლს ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერ მოიმკის.+
5 როგორც ის არ იცი, როგორ წარმოქმნის სული* ძვლებს ორსულის მუცელში,+ ისე არ იცი ყოველივეს შემქმნელის, ღვთის, საქმენი.+
6 დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს,+ რადგან არ იცი, რაში მოგემართება ხელი, ერთსა თუ მეორეში, ან იქნებ ორივეში მოგემართოს ხელი.
7 ტკბილია სინათლე და კარგია, თვალი მზეს რომ ხედავს.
8 თუ კაცი მრავალი წელი იცოცხლებს, დატკბეს ამ წლებით,+ მაგრამ ნუ დაავიწყდება, რომ შეიძლება შავი დღეებიც მრავლად ჰქონდეს. ყველაფერი, რაც მოხდება, ამაოება იქნება.+
9 გაიხარე, ახალგაზრდავ, სანამ ახალგაზრდა ხარ! იმხიარულოს შენმა გულმა შენს სიჭაბუკეში. იქით წადი, საითაც გული გაგიწევს და საითაც თვალი წაგიყვანს, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ამ ყველაფრისთვის ღმერთი პასუხს მოგთხოვს.+
10 მოერიდე იმას*, რაც საწუხარს გაგიჩენს, და ზიანს მოგაყენებს*, რადგან წარმავალია* ახალგაზრდობა და სიჭაბუკე.+
სქოლიოები
^ ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სხვაგვარად — „მოიშორე გულიდან ის“.
^ სხვაგვარად — „შენს სხეულს ზიანს მიაყენებს“.
^ სიტყვასიტყვით — „ამაოებაა“.

