ებრაელების მიმართ 1:1—14
1 ძველად ღმერთი მრავალჯერ და მრავალი სახით ელაპარაკა ჩვენს მამა-პაპას წინასწარმეტყველთა მეშვეობით,+
2 ახლა კი, ამ დღეების დასასრულს, თავისი ძის მეშვეობით გველაპარაკა,+ რომელიც ყოველივეს მემკვიდრედ დააყენა+ და რომლის მეშვეობითაც შექმნა ქვეყნიერება*.+
3 ის არის ღვთის დიდების+ ანარეკლი და მისი განსახიერება;+ იგი მისი* ძლიერი სიტყვით ასულდგმულებს ყოველივეს. მას შემდეგ, რაც განგვწმინდა ცოდვებისგან,+ ის დიდებული ღვთის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში.+
4 ამგვარად ის ანგელოზებზე აღმატებული გახდა,+ რადგან მათზე დიდებული სახელი მოიპოვა.+
5 მაგალითად, რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ღმერთს: „შენ ჩემი ძე ხარ, მე დღეს გავხდი შენი მამა“?!+ ან კიდევ: „მე მისი მამა ვიქნები, ის კი — ჩემი ძე“?!+
6 მაგრამ იმ დროზე, როცა კვლავ გამოგზავნის თავის პირმშოს+ ამქვეყნად, ამბობს: „დაე ღვთის ყველა ანგელოზმა მუხლი მოიყაროს მის წინაშე!“
7 ანგელოზებზე ამბობს: „ძლიერებით მოსავს ანგელოზებს, ცეცხლის ალად აქცევს+ თავის მსახურებს“.+
8 თავის ძეზე კი ამბობს: „ღვთისგანაა შენი ტახტი*+ სამუდამოდ, მარადიულად. შენი სამეფოს კვერთხი სამართლიანობის კვერთხია.
9 შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე უკანონობა. ამიტომაც გცხო ზეთი ღმერთმა,+ შენმა ღმერთმა, და შენს მოძმეებზე მეტი სიხარული გიბოძა“.+
10 აგრეთვე: „დიდი ხნის წინ*, უფალო, შენ ჩაუყარე საძირკველი დედამიწას, ზეცა შენი ნახელავია.
11 ცა და მიწა მოისპობა, შენ კი სამუდამოდ დარჩები; ტანსაცმელივით გაცვდებიან ისინი,
12 მოსასხამივით დაგრაგნი მათ და ტანსაცმელივით გამოცვლი; შენ კი არ იცვლები, შენს წლებს არ ექნება ბოლო!“+
13 რომელი ანგელოზისთვის უთქვამს, იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენს ფეხსადგამად არ ვაქცევო?!+
14 განა ანგელოზები წმინდა მსახურების შემსრულებელი+ სულები არ არიან, მათ მოსამსახურებლად გაგზავნილნი, ვისაც ღმერთი დაიხსნის?!
სქოლიოები
^ ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ან შესაძლოა: „თავისი“.
^ სიტყვასიტყვით — „ღმერთია შენი ტახტი“.
^ სიტყვასიტყვით — „თავდაპირველად“.

