იოანეს გამოცხადება 17:1—18

  • „დიდი ბაბილონისთვის“ გამოტანილი განაჩენი (1—18).

    • ალისფერ ცხენზე მჯდომი დიდი მეძავი (1—3).

    • მხეცი იყო, აღარ არის, თუმცა მალე ამოვა უფსკრულიდან (8).

    • ათი რქა კრავს შეებრძოლება (12—14).

    • ათი რქა შეიძულებს მეძავს (16, 17).

17  იმ შვიდი ანგელოზიდან, რომლებსაც შვიდი თასი+ ჰქონდათ, ერთ-ერთი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „მოდი და გიჩვენებ, როგორ აღსრულდება მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი,+  რომელთანაც გარყვნილებას+ სჩადიოდნენ დედამიწის მეფეები, დედამიწის მკვიდრნი კი მისი გარყვნილების ღვინით თვრებოდნენ“.+  მან სულით უდაბნოში წამიყვანა, სადაც ვიხილე ქალი, რომელიც შვიდთავიან და ათრქიან ალისფერ მხეცზე იჯდა; ამ მხეცს ყველგან ღვთისმგმობელი სახელები ეწერა.  ქალი შემოსილი იყო იისფერი+ და ალისფერი სამოსით და შემკული იყო ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით;+ ხელში კი თავისი გარყვნილების სისაძაგლითა და უწმინდურებით სავსე ოქროს სასმისი ეჭირა.  შუბლზე საიდუმლო სახელი ეწერა: „დიდი ბაბილონი, მეძავთა+ და დედამიწის სისაძაგლეთა დედა“.+  დავინახე, რომ ქალი წმინდებისა და იესოს მოწმეების სისხლით იყო მთვრალი.+ დავინახე და გავოგნდი.  ანგელოზმა მითხრა: „რატომ გაოგნდი? გეტყვი ამ ქალისა+ და იმ შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცის+ საიდუმლოს, რომელიც ქალს დაატარებს:  მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, თუმცა მალე ამოვა უფსკრულიდან+ და დაღუპვის გზას დაადგება. დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ქვეყნიერების დასაბამიდან მოყოლებული არ ჩაწერილა სიცოცხლის გრაგნილში,+ გაოცდებიან, როცა დაინახავენ, რომ მხეცი იყო, აღარ არის, მაგრამ ისევ გამოჩნდება.  ჭკუა და სიბრძნეა საჭირო ამის გასაგებად: შვიდი თავი+ შვიდ მთას განასახიერებს, რომლებზეც ქალი ზის, 10  და შვიდ მეფეს. ხუთი დაეცა, ერთი არის, ბოლო ჯერ არ მოსულა, მაგრამ, როცა მოვა, ცოტა ხანს დარჩება. 11  მხეცი, რომელიც იყო, მაგრამ აღარ არის,+ მერვე მეფეა. ის შვიდი მეფიდან წარმოიშობა და დაღუპვის გზას დაადგება. 12  ათი რქა, შენ რომ იხილე, ათ მეფეს ნიშნავს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ სამეფო, მაგრამ ისინი მხეცთან ერთად ერთი საათით მიიღებენ სამეფო ძალაუფლებას. 13  ისინი ერთი აზრისანი იქნებიან და მხეცს მისცემენ თავიანთ ძალასა და მმართველობის უფლებას. 14  შეებრძოლებიან ისინი კრავს,+ მაგრამ კრავი სძლევს მათ, რადგან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე.+ სძლევენ ისინიც,+ რომლებიც მასთან იქნებიან — მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“.+ 15  მან მითხრა: „წყლები, რომლებიც იხილე და რომლებზეც მეძავი ზის, ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს განასახიერებს.+ 16  ათი რქა+ და მხეცი,+ შენ რომ იხილე, შეიძულებენ მეძავს,+ ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ,+ 17  რადგან ღმერთი გულში ჩაუდებს მათ,+ რომ განახორციელონ მისი განზრახვა, თავიანთი ერთობლივი განზრახვა, და მისცენ სამეფო მხეცს,+ სანამ ღვთის სიტყვები არ შესრულდება. 18  ქალი+ კი, შენ რომ იხილე, დიდ ქალაქს განასახიერებს, რომელიც დედამიწის მეფეებზე ბატონობს“.

სქოლიოები