იოანეს გამოცხადება 10:1—11

  • ძლიერი ანგელოზი პატარა გრაგნილით ხელში (1—7).

    • „აღარ დაყოვნდება“ (6).

    • დასრულდება წმინდა საიდუმლო (7).

  • იოანე პატარა გრაგნილს ჭამს (8—11).

10  ვიხილე ციდან ჩამომავალი სხვა ძლიერი ანგელოზი, ღრუბელში გახვეული; მის თავზე ცისარტყელა იყო, სახე მოკაშკაშე მზეს+ მიუგავდა, ფეხები კი — ცეცხლის სვეტებს; 2  ხელში პატარა გაშლილი გრაგნილი ეჭირა. მან მარჯვენა ფეხი ზღვაზე დადგა, ხოლო მარცხენა — მიწაზე; 3  ლომივით დაიღრიალა და მის ღრიალზე+ შვიდი ქუხილი+ ალაპარაკდა. 4  როცა შვიდი ქუხილი ლაპარაკობდა, დაწერა დავაპირე, მაგრამ ამ დროს ციდან ხმა გავიგონე:+ „ბეჭედი დაადე შვიდი ქუხილის ნათქვამს და ნუ დაწერ“. 5  ანგელოზმა, რომელიც ზღვაზე და მიწაზე იდგა, მარჯვენა ხელი ცისკენ აღაპყრო, 6  დაიფიცა მარად ცოცხალი,+ ის, ვინც შექმნა ცა და ყოველივე, რაც მასშია, დედამიწა და ყოველივე, რაც მასზეა, ზღვა და ყოველივე, რაც მასშია, და თქვა:+ „აღარ დაყოვნდება; 7  იმ დღეებში, როცა მეშვიდე ანგელოზი+ საყვირის ჩაბერვას დააპირებს,+ დასრულდება ღვთის წმინდა საიდუმლო,+ რის შესახებაც მან თავის მონებს, წინასწარმეტყველებს,+ ახარა“. 8  ხმამ, რომელიც ციდან გავიგონე,+ მითხრა: „წადი, გამოართვი გაშლილი გრაგნილი ზღვასა და მიწაზე მდგომ ანგელოზს“.+ 9  წავედი ანგელოზთან და ვუთხარი, რომ ჩემთვის პატარა გრაგნილი მოეცა. მან მითხრა: „გამომართვი და შეჭამე,+ მუცელს გაგიმწარებს, მაგრამ პირში თაფლივით გეტკბობა“. 10  გამოვართვი ანგელოზს პატარა გრაგნილი და შევჭამე.+ პირში თაფლივით მეტკბო,+ მაგრამ მუცელი გამიმწარდა. 11  მათ მითხრეს: „კვლავ იწინასწარმეტყველე ხალხების, ერების, ენებისა და მრავალი მეფის შესახებ“.

სქოლიოები