გამოსვლა 40:1—38

  • კარვის გაშლა (1—33).

  • კარავი იეჰოვას სიდიადით ივსება (34—38).

40  იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2  „პირველი თვის პირველ დღეს გაშალე შეხვედრის კარავი.+ 3  მოათავსე შიგნით მოწმობის კიდობანი+ და ჩამოაფარე გამყოფი ფარდა.+ 4  შემდეგ შეიტანე მაგიდა+ და ზედ დაალაგე ის, რაც მასზე უნდა ელაგოს. შეიტანე სალამპრე+ და აანთე მისი ლამპრები.+ 5  დადგი ოქროს საკმევლის სამსხვერპლო+ მოწმობის კიდობნის მოპირდაპირედ და კარვის შესასვლელში ფარდა ჩამოკიდე.+ 6  შეხვედრის კარვის შესასვლელის წინ დადგი დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო.+ 7  შეხვედრის კარავსა და სამსხვერპლოს შორის დადგი აუზი და შიგ წყალი ჩაასხი.+ 8  შემოღობე ეზო+ და ეზოს შესასვლელში ფარდა ჩამოკიდე.+ 9  აიღე საცხები ზეთი+ და სცხე კარავს და ყველაფერს, რაც მასშია.+ განწმინდე ის და მთელი მისი მოწყობილობა, რათა წმინდა იყოს. 10  სცხე ზეთი დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოსაც და მთელ მის მოწყობილობასაც. განწმინდე სამსხვერპლო, რათა წმინდა იყოს.+ 11  სცხე ზეთი აუზსაც და მის სადგამსაც, და განწმინდე ის. 12  მიიყვანე აარონი და მისი ვაჟები შეხვედრის კარვის შესასვლელთან და დაიბანონ.+ 13  შემოსე აარონი წმინდა სამოსლით.+ ზეთი სცხე მას+ და განწმინდე, რათა მღვდლად მემსახუროს. 14  შემდეგ მიიყვანე მისი ვაჟები და შემოსე ისინი გრძელი სამოსლით.+ 15  ზეთი მათაც სცხე, როგორც მათ მამას,+ რათა მღვდლებად მემსახურონ. მათთვის ზეთის ცხება იმის ნიშანი იქნება, რომ ისინი და მათი შთამომავლები მღვდლებად იმსახურებენ თაობიდან თაობაში“.+ 16  მოსემ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც იეჰოვამ უბრძანა,+ ზუსტად ისე გააკეთა. 17  მეორე წლის პირველი თვის პირველ დღეს გაშალეს კარავი.+ 18  კარვის გაშლას რომ შეუდგა, დააწყო მოსემ მისი საყრდენები+ და შიგ ჩარჩოები ჩადგა;+ რგოლებში ძელები+ გაუყარა და სვეტები აღმართა. 19  გადააფარა კარავს+ გადასაფარებლები,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები. 20  აიღო მოწმობის ფილები,+ ჩადო კიდობანში,+ გაუყარა კიდობანს კეტები+ და სახურავი დააფარა.+ 21  იეჰოვას ბრძანებისამებრ შეიტანა კიდობანი კარავში, ჩამოკიდა გამყოფი ფარდა+ ისე, რომ კიდობანი აღარ გამოჩენილიყო.+ 22  დადგა მაგიდა+ შეხვედრის კარავში, კარვის ჩრდილოეთ ნაწილში, ფარდის აქეთ, 23  და ზედ პური+ დააწყო იეჰოვას წინაშე, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები. 24  დადგა სალამპრე+ შეხვედრის კარავში მაგიდის წინ, კარვის სამხრეთ ნაწილში. 25  შემდეგ აანთო ლამპრები+ იეჰოვას წინაშე, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები. 26  დადგა ოქროს სამსხვერპლო+ შეხვედრის კარავში ფარდის აქეთ 27  სურნელოვანი საკმევლის+ საკმევად,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები. 28  ბოლოს კარვის შესასვლელში ფარდა+ ჩამოკიდა. 29  დადგა დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო+ შეხვედრის კარვის შესასვლელის წინ, რათა მასზე დასაწვავი მსხვერპლი+ და მარცვლეული შესაწირავი შეეწირა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები. 30  დადგა აუზი შეხვედრის კარავსა და სამსხვერპლოს შორის და შიგ წყალი ჩაასხა დასაბანად.+ 31  დაიბანეს ხელ-ფეხი მოსემ, აარონმა და მისმა ვაჟებმა. 32  ვიდრე შეხვედრის კარავში შევიდოდნენ ან სამსხვერპლოსთან მივიდოდნენ, ხელ-ფეხს იბანდნენ,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები. 33  ბოლოს კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივ ეზო მოაწყო+ და შემოღობა; ეზოს შესასვლელში ფარდა ჩამოკიდა.+ ასე დაასრულა მოსემ დავალებული საქმე. 34  ღრუბელი ჩამოწვა შეხვედრის კარავზე და კარავი იეჰოვას სიდიადით აივსო.+ 35  ვეღარ შევიდა მოსე შეხვედრის კარავში, რადგან ღრუბელი იყო დავანებული კარავზე და ის იეჰოვას სიდიადეს აევსო.+ 36  როცა ღრუბელი აიწეოდა კარვიდან, ისრაელები შლიდნენ ბანაკს და ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ.+ 37  ისინი არ შლიდნენ ბანაკს მანამ, სანამ ღრუბელი არ აიწეოდა.+ 38  დღისით კარვის თავზე იეჰოვას ღრუბელი იყო, ღამით კი — ცეცხლი, რასაც მთელი ისრაელი ხედავდა. ასე გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე.+

სქოლიოები