გამოსვლა 31:1—18

  • ღვთის სულით ავსებული ხელოსნები (1—11).

  • შაბათი, ნიშანი ღმერთსა და ისრაელს შორის (12—17).

  • ორი ქვის ფილა (18).

31  იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2  „შევარჩიე ბეცალელი,+ ურის ვაჟი, ხურის შვილიშვილი, იუდას ტომიდან.+ 3  ავავსებ მას ჩემი სულით, მივცემ სიბრძნესა და გონიერებას, აგრეთვე ცოდნას, რომ ფლობდეს ნებისმიერ ხელობას, 4  მოუხმოს შემოქმედებით უნარს და იმუშაოს ოქროზე, ვერცხლზე, სპილენძზე, 5  ქვების დამუშავებასა და ჩასმაზე,+ და დაამზადოს ხის ყოველგვარი ნაკეთობა.+ 6  დამხმარედ ეყოლება ოჰოლიაბი,+ ახისამაქის ვაჟი დანის ტომიდან. ყველას, ვისაც მარჯვე ხელი აქვს*, გულში ჩავუდებ სიბრძნეს, რათა გააკეთონ ყველაფერი, რაც გითხარი:+ 7  შეხვედრის კარავი,+ მოწმობის კიდობანი+ და მისი სახურავი,+ კარვის მთელი მოწყობილობა, 8  მაგიდა+ და მისი მოწყობილობა, ხალასი ოქროს სალამპრე და მთელი მისი მოწყობილობა,+ საკმევლის სამსხვერპლო,+ 9  დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო+ და მთელი მისი მოწყობილობა, აუზი და მისი სადგამი,+ 10  ნაქსოვი სამოსელი, აარონ მღვდლის წმინდა სამოსელი, მისი ვაჟების სამღვდელო სამოსელი,+ 11  საცხები ზეთი და სურნელოვანი საკმეველი წმინდა ადგილისთვის.+ ყველაფერი ისე უნდა გააკეთონ, როგორც გითხარი“. 12  შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 13  «გადაეცი ისრაელებს: „ზედმიწევნით დაიცავით ჩემი შაბათები,+ რადგან ეს არის ნიშანი თქვენ და ჩემ შორის თაობიდან თაობამდე, რათა იცოდეთ, რომ მე, იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი ვარ. 14  დაიცავით შაბათი, რადგან ის წმინდაა თქვენთვის.+ ვინც შაბათს შებღალავს, არ აცოცხლოთ. თუ იმ დღეს ვინმე იმუშავებს, უნდა მოკვდეს.+ 15  ექვსი დღე შეგიძლიათ აკეთოთ საქმე, მეშვიდე დღე კი დასვენების შაბათია.+ ის წმინდაა იეჰოვასთვის. ვინც შაბათ დღეს იმუშავებს, უნდა მოკვდეს. 16  დაიცვან ისრაელებმა შაბათი; მათ შაბათი თაობიდან თაობამდე უნდა დაიცვან. ეს არის მარადიული შეთანხმება. 17  ეს არის სამარადისო ნიშანი ისრაელებსა და ჩემ შორის,+ რადგან ექვს დღეში შექმნა იეჰოვამ ცა და დედამიწა, მეშვიდე დღეს კი დაასრულა მუშაობა და დაისვენა“».+ 18  დაამთავრა თუ არა ღმერთმა მოსესთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მისცა მას ქვის ფილები, მოწმობის ორი ფილა,+ რომლებზეც ღვთის თითით იყო ნაწერი.+

სქოლიოები

^ სიტყვასიტყვით — „ვინც გულით ბრძენია“.