ფს. 115:1—18

115  ჩვენ კი არა, იეჰოვა, ჩვენ კი არა,+შენი სახელი განადიდე+შენი სიკეთითა* და შენი ჭეშმარიტებით.+   რატომ უნდა თქვან ხალხებმა:+სად არისო მათი ღმერთი?+   ჩვენი ღმერთი ზეცაშია;+რაც სურდა, ყველაფერი მოიმოქმედა.+   მათი კერპები ვერცხლი და ოქროა,+ადამიანის ნახელავი:+   პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ,+თვალები აქვთ და ვერ ხედავენ,+   ყურები აქვთ და არ ესმით,+ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ,+   ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან,+ფეხები აქვთ და ვერ დადიან,+ხმა არ ამოსდით ხორხიდან.+   მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები,+ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.+   ისრაელო, მიენდე იეჰოვას.+მათი მშველელი და ფარია იგი.+ 10  აარონის სახლო, მიენდე იეჰოვას.+მათი მშველელი და ფარია იგი.+ 11  იეჰოვას მოშიშნო, მიენდეთ იეჰოვას.+მათი მშველელი და ფარია იგი.+ 12  იეჰოვამ გაგვიხსენა; ის აკურთხებს,+ის აკურთხებს ისრაელის სახლს,+ის აკურთხებს აარონის სახლს.+ 13  ის აკურთხებს იეჰოვას მოშიშებს,+დიდებსა და პატარებს.+ 14  იეჰოვა გაგამრავლებთ+თქვენცა და თქვენს ძეებსაც.+ 15  თქვენ კურთხეულნი ხართ იეჰოვასგან,+ზეცისა და დედამიწის შემოქმედისგან.+ 16  იეჰოვასია ზეცა,+დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა.+ 17  მკვდრები ვერ ადიდებენ იაჰს*,+ვერც ერთი მდუმარებაში ჩამავალი;+ 18  ჩვენ კი ვაკურთხებთ იაჰს+ახლაც და მარადიულადაც.+ადიდეთ იაჰი!+

სქოლიოები

იხილეთ 109:12-ის სქოლიო.
იხილეთ 111:1-ის სქოლიო.