იობი 9:1—35

9  მიუგო იობმა:   «ვიცი, რომ ეს ასეა.მაგრამ მოკვდავი კაცი როგორ გამოვა მართალი ღმერთთან?+   თუ მასთან შეკამათებას მოისურვებს,+კაცი ათასიდან ერთზეც ვერ გასცემს პასუხს.   გულით ბრძენია ის და ძალით ძლიერი.+ვინ შეძლებს, გაუჯიუტდეს მას და უვნებელი დარჩეს?+   მთებს ძრავს+ იგი და ხალხმა არც კი იცის.მან დაამხო ისინი თავისი რისხვით.+   დედამიწას არყევსდა მის სვეტებს+ აზანზარებს.   მზეს ეუბნება, არ გამოანათოო,და ვარსკვლავებს ახშობს.+   თავად განავრცობს ზეცას+და თელავს ზღვის აზვირთებულ ტალღებს.+   ის ქმნის აშის*, ქესილისა*და ქიმას* თანავარსკვლავედებს+ და სამხრეთის შიდა დარბაზებს*. 10  ის იქმს ჩაუწვდომელ,+ დიდებულ საქმეებსადა ურიცხვ საოცრებას.+ 11  აი, ჩამივლის და ვერ ვხედავ,მოძრაობს და ვერ ვამჩნევ.+ 12  მოიტაცებს და ვინ დაუდგება წინ?ვინ ეტყვის, რას აკეთებო?+ 13  არ შეიკავებს ღმერთი რისხვას.+მის წინაშე დაემხობიან მოიერიშის+ მხარდამჭერები, 14  და მე როგორღა გავცე პასუხი!სიტყვები უნდა შევარჩიო.+ 15  მართალიც რომ ვყოფილიყავი, არ შევეპასუხებოდი.+შეწყალებას ვთხოვდი ჩემს მოწინააღმდეგე მხარეს.+ 16  რომც მოვუხმო, განა მიპასუხებს?+ვერ დავიჯერებ, რომ ყურს დაუგდებს ჩემს ხმას. 17  ქარიშხლით მაყენებს ტკივილსდა უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს.+ 18  სიმწრით მავსებსდა სულს არ მათქმევინებს.+ 19  თუ ვინმეა ძალით ძლიერი, ის არის;+და თუ ვინმეა სამართალში ძლიერი, ნეტავ მომიხმობდეს! 20  მართალიც რომ ვყოფილიყავი, ჩემი ბაგეები დამნაშავედ გამომაცხადებდა.უმწიკვლოც რომ ვყოფილიყავი, იგი უკანონობაში დამადანაშაულებდა. 21  უმწიკვლოც რომ ვყოფილიყავი, არ მეცოდინებოდა;უარს ვიტყოდი სიცოცხლეზე. 22  ერთი რამ ცხადია. ამიტომაც ვამბობ:„ის ბოლოს უღებს უმწიკვლოსაც და ბოროტსაც“.+ 23  თუ წყალდიდობა უცაბედად მოიტანს სიკვდილს,სიცილად არ ეყოფა უდანაშაულოების უბედურება. 24  ბოროტის ხელშია დედამიწა.+ის უფარავს მსაჯულებს სახეს.თუ არა ის, მაშ ვინღა? 25  მალემსრბოლზე სწრაფად გარბიან ჩემი დღეები,+მიქრიან და კარგს ვეღარაფერს იხილავენ. 26  ლერწმის ნავებივით ჩაიარეს,არწივივით, რომელიც საჭმლის ძიებაში აქეთ-იქით დაქრის.+ 27  თუ ვიტყოდი, დავივიწყებ-მეთქი ჩემს საწუხარს,+იერს შევიცვლი+ და გავბრწყინდები-მეთქი, 28  შემაშინებდა ჩემი ტკივილები.+ვიცი, რომ არ მცნობ უდანაშაულოდ. 29  მაინც დამნაშავე ვიქნები.რატომღა ვირჯები ტყუილუბრალოდ?+ 30  თოვლის წყლითაც რომ დავბანილიყავიდა ნაცარტუტით გამეწმინდა ხელები,+ 31  შენ მაინც ორმოში ამომავლებდიდა შემიძულებდა ჩემი ტანსაცმელი. 32  ის ჩემსავით კაცი+ კი არ არის, რომ პასუხი გავცედა ერთად წარვდგეთ სასამართლოზე. 33  არავინ არის ჩვენი განმსჯელი,+რომ ორივეს დაგვადოს ხელი. 34  მომაცილოს თავისი ჯოხი+და ნუ შემაძრწუნებს მისი შიში. 35  ვილაპარაკებ და არ შემეშინდება მისი,რადგან ასე არა ვარ განწყობილი».

სქოლიოები

არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის დიდი დათვის თანავარსკვლავედი.
არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის ორიონის თანავარსკვლავედი.
არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის ვარსკვლავთა გროვა კუროს თანავარსკვლავედში.
ვარაუდობენ, რომ ესენი არიან ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედები.