არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 13 ნოემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

2019 სამსახურებრივ წელს ბოლო 20 წლის განმავლობაში მონათლულთა უმაღლესი რიცხვი დაფიქსირდა

სიხარულით გაცნობებთ, რომ 2019 სამსახურებრივ წელს 300 000 ადამიანზე მეტი მოინათლა და გახდა იეჰოვას მოწმე. 1999 წლის შემდეგ მონათლულთა რიცხვმა პირველად გადააჭარბა 300 000-ს. ქებას მივაგებთ იეჰოვას, რომელიც აკურთხებს ჩვენს გულმოდგინებას ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში.

2019 სამსახურებრივი წელი სხვა მხრივაც იყო გამორჩეული: ჩატარდა საერთაშორისო კონგრესები, გამოიცა ახალი ბიბლიები; გარდა ამისა, და-ძმებმა არაერთ საქმეში გამოავლინეს განსაკუთრებული ძმური სიყვარული. ქვემოთ მოცემულია მსოფლიო სამქადაგებლო ანგარიშის ზოგიერთი მონაცემი: *

  • ქვეყნები და ტერიტორიები, რომელთაც ანგარიში ჩააბარეს: 240

  • გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვი: 20 919 041

  • მაუწყებელთა უმაღლესი რიცხვი: 8 683 117

  • მოინათლა: 303 866

ჩვენი საქმიანობის წინსვლის მაჩვენებელი მსგავსი ანგარიშები აღგვძრავს, მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ უფალ იესოს სიტყვებს, რაც 2020 წლის მუხლი იქნება: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი … მონათლეთ ისინი“ (მათე 28:19).

^ აბზ. 3 2019 სამსახურებრივი წლის სრული ანგარიში მალე განთავსდება jw.org-ზე და JW ბიბლიოთეკაში.