წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 14 იანვარი
ხორვატია

ხორვატიაში იეჰოვას მოწმეებმა წიგნების საერთაშორისო გამოფენაზე თავიანთი ლიტერატურა წარმოადგინეს

ხორვატიაში იეჰოვას მოწმეებმა წიგნების საერთაშორისო გამოფენაზე თავიანთი ლიტერატურა წარმოადგინეს

ზაგრები, ხორვატია — ხორვატიაში იეჰოვას მოწმეებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა წიგნების და სახელმძღვანელოების საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში (Interliber). ეს გამოფენა 2014 წლის 11—16 ნოემბერს გაიმართა. ამ ყოველწლიურ ღონისძიებაში, რომელიც ხორვატიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მონაწილეობენ სხვადასხვა გამომცემლობები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. 2014 წელს სტუმრების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია — დამთვალიერებელთა რიცხვმა დაახლოებით 130 000 შეადგინა.

ხორვატიის პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი გამოფენაზე მოწმეების კუთხეს ეწვია და რამდენიმე პუბლიკაცია აიღო

იეჰოვას მოწმეების კუთხეს ხორვატიის პრეზიდენტი, ივო იოსიპოვიჩიც ესტუმრა. პრეზიდენტი მიესალმა იეჰოვას მოწმეებს და მათ მიერ გამოცემული რამდენიმე პუბლიკაცია აიღო, რომლებშიც ბიბლიური და მეცნიერული საკითხებია გაშუქებული. ეს პუბლიკაციებია: „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“, „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ და „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“.

„საბავშვო კუთხესთან“ დამთვალიერებელს შეეძლო ენახა ვებ-გვერდზე jw.org განთავსებული ანიმაციები და აეღო ახალგაზრდებისა და მათი მშობლებისთვის განკუთვნილი პუბლიკაციები

განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობდა მოწმეების „საბავშვო კუთხე“, სადაც დამთვალიერებლებს შეეძლოთ ენახათ იეჰოვას მოწმეების ოფიციალურ ვებ-გვერდზე jw.org განთავსებული ანიმაციები. ეს ვიდეორგოლები იმ მიზნით მზადდება, რომ ბავშვებს ბიბლიური რჩევების გამოყენებაში დაეხმაროს. დამთვალიერებლების უმეტესობამ აიღო წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, სადაც ნამდვილად კარგი რჩევები და მითითებებია მოცემული ახალგაზრდებისა და მათი მშობლებისთვის.

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელმა ხორვატიაში, იოსიპ ლიოვიჩმა აღნიშნა: „ძალიან გვიხარია, რომ ამ გამოფენაზე ასე თბილად მიგვიღეს. ჩვენს კუთხეს უამრავი დამთვალიერებელი ესტუმრა და მთლიანობაში 7 500-ზე მეტი პუბლიკაცია გავრცელდა; ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე დადებითად გამოგვეხმაურებოდნენ. ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან გვინდა, რომ ამ გამოფენაში მომავალ წელსაც მივიღოთ მონაწილეობა“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ხორვატია: იოსიპ ლიოვიჩი, ტელ. +385 91 5336 511