არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 5 აგვისტო
შეერთებული შტატები

დასრულდა იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს შენობების გასხვისების პროცესი

დასრულდა იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს შენობების გასხვისების პროცესი

ნიუ-იორკი — 2016 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად დასრულდა კოლუმბია-ჰაიტსის 25/30-ში მდებარე იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს შენობების გასხვისების პროცესი. ეს შენობები ორმა კომპანიამ შეიძინა (Kushner Companies და LIVWRK). ამან ხელი შეუწყო მოწმეების მიზნის განხორციელებას — მსოფლიო მთავარი სამმართველოს ბრუკლინიდან უორიკში (ნიუ-იორკი) გადატანას.

მთავარი სამმართველოს კომპლექსი, რომლის ფართობიც დაახლოებით 68 000 კვადრატული მეტრია, თითქმის ორ ქუჩას იკავებს. კომპლექსი განთავსებულია ბრუკლინ-ჰაიტსის, ფულტონ ფერისა და დამბოს ისტორიულ უბნებში. შენობები, რომლებიც გაიყიდა, მდებარეობს კოლუმბია-ჰაიტსის 25/30-ში, კოლუმბია-ჰაიტსის 50-სა და 58-ში; აგრეთვე ფურმან სტრიტის 55-ში. ყველა ეს შენობა ბრუკლინის ხიდის აშენებამდე აიგო.

კოლუმბია-ჰაიტსის 50 და 58

ფურმან სტრიტის 55

ძველად კოლუმბია-ჰაიტსის 25/30-ში განთავსებული შენობები ფარმაცევტულ ფირმას ეკუთვნოდა (E.R. Squibb & Sons; დღეს ცნობილია Bristol-Myers Squibb-ის სახელით). ათწლეულების მანძილზე კოლუმბია-ჰაიტსის 30-ში მდებარე შენობის სახურავზე დროისა და ტემპერატურის მაჩვენებელი ტაბლო იყო დამაგრებული. 1969 წელს, როცა მოწმეებმა ეს შენობები შეისყიდეს, მათზე დამაგრებული წარწერა „Squibb“ შეცვალეს წარწერით „Watchtower“ („საგუშაგო კოშკი“). იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი, რიჩარდ დევაინი გვიყვება, რატომ იყიდეს მოწმეებმა ეს შენობები. ის ამბობს: „საჭირო გახდა სტამბის გაფართოება. ამასთან, გვსურდა, ის ოფისები, რომლებიც ბრუკლინის სხვადასხვა შენობაში იყო განთავსებული, ერთ შენობაში ყოფილიყო თავმოყრილი“.

დეივიდ სიმონიანი, იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი, აღნიშნავს: „კოლუმბია-ჰაიტსის 25/30-ში განთავსებული შენობები ყოველთვის ჩვენი ორგანიზაციის მემკვიდრეობად დარჩება“.

საკონტაქტო პირები:

დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. 1-718-560-5000