წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

10 ივლისი, 2013
შეერთებული შტატები

იეჰოვას მოწმეებმა ხელშეკრულება დადეს ბრუკლინში არსებული კომპლექსის გასხვისების თაობაზე

იეჰოვას მოწმეებმა ხელშეკრულება დადეს ბრუკლინში არსებული კომპლექსის გასხვისების თაობაზე

ნიუ-იორკი — 2013 წლის 5 ივლისს იეჰოვას მოწმეებმა ხელშეკრულება დადეს უძრავი ქონების ორ კომპანიასთან (RFR და Kushner Companies) ხუთი ადმინისტრაციული შენობისგან შემდგარი კომპლექსისა და აგრეთვე 30-სართულიანი საცხოვრებელი სახლის გასხვისების თაობაზე. უწინ ბრუკლინში ამ ადმინისტრაციულ შენობებს ლიტერატურის დასაბეჭდად იყენებდნენ. მოწმეები ამ კომპლექსს დაცლიან არა უგვიანეს ამა წლის აგვისტოში. საცხოვრებელი შენობები კი 2017 წლისთვის დაიცლება.

«ქალაქ ნიუ-იორკის მაცხოვრებლები და სტუმრები ბრუკლინის ხიდზე გადასვლისას ხედავენ ჩვენი შენობის ფასადზე გაკეთებულ წარწერას: „ყოველდღიურად იკითხე ღვთის სიტყვა, წმინდა ბიბლია“ და „იკითხე „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ — აღნიშნავს დეივიდ სიმონიანი, იეჰოვას მოწმეთა პრეს-მდივანი. — ვინაიდან ათწლეულებია, ჩვენს საქმიანობას ბრუკლინში, ამ შენობებში ვეწევით, ეს კომპლექსი ჩვენი ორგანიზაციის ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა». მოწმეები ამ ხუთი ადმინისტრაციული შენობისგან შემდგარ კომპლექსში უკვე 77 წელია, რაც არაერთ ენაზე გამოსცემენ ბიბლიასა და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურას. ამ შენობებიდან პირველი 1927 წელს შევიძინეთ, 1937 წლის დასაწყისში კი — ახლომახლო მდებარე სხვა შენობები. 30-სართულიან საცხოვრებელ შენობაში ადრე დაახლოებით ათასამდე და-ძმა ცხოვრობდა, რომლებიც სტამბაში მუშაობდნენ და შენობიდან გაუსვლელად მიდიოდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე.

რადგან იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველო ადგილს იცვლის, მოწმეები ეტაპობრივად ყიდიან ქალაქში არსებულ შენობებს. ეს პროცესი 2004 წელს დაიწყო, როდესაც სტამბა, საამკინძაო და გზავნილების განყოფილება უოლკილში გადავიდა. ახლახან იეჰოვას მოწმეებმა გადაწყვიტეს, რომ მთავარი სამმართველო გადაიტანონ უორიკში, რომლის მშენებლობაც ამ წლის ბოლოს დაიწყება.

დეივიდ სიმონიანი დასძენს: „ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, რომელიც ბრუკლინს უკავშირდება. ჩვენ ამ კომპლექსს იმისთვის ვიყენებდით, რომ ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა გამოგვეცა, რაც პრაქტიკულ დახმარებას აღმოუჩენდა ადამიანებს მთელ მსოფლიოში. ახლა ერთი სული გვაქვს, როდის გადავალთ უორიკში, რათა კვლავაც მხარი დავუჭიროთ ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობას მთელ მსოფლიოში“.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000