წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 28 მარტი
შეერთებული შტატები

მეწყერი ვაშინგტონის შტატში

მეწყერი ვაშინგტონის შტატში

2014 წლის 22 მარტს ვაშინგტონის შტატში (აშშ) მეწყერი ჩამოწვა და ბევრი საცხოვრებელი სახლი მიწასთან გაასწორა. ოფიციალური ცნობების თანახმად, მეწყრის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 90 კი დღემდე დაკარგულად ითვლება. იეჰოვას მოწმეთა შეერთებული შტატების ფილიალი იტყობინება, რომ დაკარგულებს შორის ერთი იეჰოვას მოწმეცაა. ერთმა ცოლ-ქმარმა, რომლებიც აგრეთვე იეჰოვას მოწმეები არიან, შვილი და შვილთაშვილი დაკარგეს. გარდა ამისა, სტიქიის გამო საჭირო გახდა სხვა ორი მოწმის ევაკუირება; ერთი მოწმის სახლი მთლიანად განადგურდა. უხუცესები, რომლებიც ადგილობრივ კრებებში მსახურობენ, ყველანაირად ცდილობენ, დახმარების ხელი გაუწოდონ სტიქიით დაზარალებულებს და ბიბლიური ცნობით ანუგეშონ.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ: +1 718 560 5000