წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

5 აგვისტო, 2013
შეერთებული შტატები

იეჰოვას მოწმეებმა უორიკში (ნიუ-იორკი) მთავარი სამმართველოს მშენებლობა დაიწყეს.

იეჰოვას მოწმეებმა უორიკში (ნიუ-იორკი) მთავარი სამმართველოს მშენებლობა დაიწყეს.

ნიუ-იორკი—იეჰოვას მოწმეებმა ხელისუფლის ადგილობრივი წარმომადგენლებისგან მშენებლობის ნებართვა მიიღეს და 2013 წლის 29 ივლისს, ორშაბათს, უორიკში მთავარი სამმართველოს მშენებლობა დაიწყეს.

ამა წლის 17 ივლისს, ოთხშაბათს, უორიკის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა ერთხმად მოიწონა იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს სამშენებლო პროექტი. ეს ტერიტორია იეჰოვას მოწმეებმა 2009 წლის 17 ივლისს შეიძინეს და ოთხი წელი მშენებლობის დაწყების ნებართვას ელოდნენ. 26 ივლისს მათ მშენებლობის ნებართვა მიიღეს, 29 ივლისს კი ობიექტზე საძირკვლის მოსამზადებლად გათხრითი სამუშაოები დაიწყეს.

ვინაიდან მოწმეები მზად იყვნენ, მშენებლობის დროს ეკოლოგიური ზიანი არ მიეყენებინათ გარემოსთვის, ეს გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დაგეგმარების საქალაქო სამსახურს მათთვის მშენებლობის დაწყების უფლება მიეცა. მოწმეები ტერიტორიაზე ჩაატარებენ ანტიეროზიულ ღონისძიებებს, რაც, ერთი მხრივ, გადარეცხვისგან დაიცავს ნიადაგს, ხოლო, მეორე მხრივ, საფრთხეს არ შეუქმნისა ტყის ბინადრებს, ცხოველებსა თუ ქვეწარმავლებს, მაგალითად, ჩხრიალა გველებს.

„მოხარულები ვართ, რომ მშენებლობის მანძილზე კვლავ მოგვიწევს თანამშრომლობა უორიკის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებთან — აცხადებს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, რიჩარდ დევაინი. — ამ ნებართვის მიღება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ განვახორციელოთ გეგმა და მთავარი სამმართველო ბრუკლინიდან უორიკში გადმოვიტანოთ“. ენრიკე ფორდი, რომელიც რიჩარდ დევაინთან ერთად ამ სამშენებლო პროექტს ხელმძღვანელობს, დასძენს: „ის, რომ პროექტი არსებობს და მის განსახორციელებლად ნებართვა მივიღეთ იმის წინა პირობაა, რომ დაიგეგმოს მშენებლობა და ოთხის წლის შემდეგ დასრულდეს“.

ეს ტერიტორია 1960—1987 წლებში ნიკელის გადამამუშავებელ ერთ-ერთ კომპანიას (International Nickel Company) ეკუთვნოდა. ამ ტერიტორიაზე განთავსებული იყო ადმინისტრაციული შენობა და საკვლევი ლაბორატორია. შემდგომი ოთხი წლის მანძილზე ამ ტერიტორიით არავინ სარგებლობდა. შემდეგ ის შეიძინა ერთმა კოლეჯმა (King’s College) იმ მიზნით, რომ კამპუსად (სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი) გამოეყენებინა. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ამ მიზნის განხორციელება. მთელი ოცი წლის განმავლობაში ეს ტერიტორია აუთვისებელი იყო, სანამ 2009 წელს იეჰოვას მოწმეებმა არ შეისყიდეს.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000