არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 7 დეკემბერი
შეერთებული შტატები

დაიწყო ბრუკლინში დარჩენილი შენობების გასხვისების პროცესი

დაიწყო ბრუკლინში დარჩენილი შენობების გასხვისების პროცესი

ნიუ-იორკი — იეჰოვას მოწმეები ყიდიან ბრუკლინ-ჰაიტსისა და დამბოს უბნებში განთავსებულ საკუთრებებს, რომლებზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნილებაა. დაიწყო ბრუკლინში, კერძოდ ჯეი-სტრიტის 85-ში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუთვისებელი ადგილისა და კოლუმბია-ჰაიტსის 124-ში მდებარე ათსართულიანი შენობის გასხვისების პროცესი. აგრეთვე იყიდება იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს კომპლექსი, რომელიც კოლუმბია-ჰაიტსის 25/30-ში მდებარეობს. ამ უძრავ ქონებას მყიდველს სთავაზობს „საგუშაგო კოშკის“ უძრავი ქონების სააგენტო; შესაძლებელია, ამ სამი საკუთრებიდან თითოეულზე ცალ-ცალკე გაფორმდეს ხელშეკრულება.

რიჩარდ დევაინი, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი, საუბრობს ჯეი-სტრიტის 85-ში მდებარე ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც დაახლოებით 12 540 კვადრატული მეტრია: „ეს უზარმაზარი ადგილი მდებარეობს დამბოს უბანში, სადაც მფლობელს თითქმის 93 000 კვადრატული მეტრის ფართობის შენობის აშენების უფლება ექნება“.

ჯეი-სტრიტის 85-ში განთავსებული საკუთრება, რომელიც მანჰეტენის ხიდის ქვემოთ, დამბოს უბანში მდებარეობს

კოლუმბია-ჰაიტსის 124-ში განთავსებული საცხოვრებელი შენობა, რომლის ფართობიც დაახლოებით 14 120 კვადრატული მეტრია, მდებარეობს ბრუკლინ-ჰაიტსის ისტორიულ უბანში, სადაც ულამაზესი ბულვარია გაშენებული. „ამ საცხოვრებელი შენობიდან მოჩანს ბრუკლინის ხიდი, თავისუფლების ქანდაკება და შთამბეჭდავი ქვემო მანჰეტენი,“ — დასძენს რიჩარდ დევაინი.

კოლუმბია-ჰაიტსის 124-ში განთავსებული ათსართულიანი შენობა, რომელიც ბრუკლინ-ჰაიტსის ისტორიულ უბანში მდებარეობს

ათწლეულების მანძილზე იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველო მდებარეობდა კოლუმბია-ჰაიტსის 25/30-ში (იხილეთ პირველი სურათი). ბევრი ნიუ-იორკელისთვის მთავარი სამმართველო ცნობილია მისი ერთ-ერთი შენობის სახურავზე დამონტაჟებული წარწერით „საგუშაგო კოშკი“ და საათით. მთავარი სამმართველოს კომპლექსი, რომლის ფართობიც დაახლოებით 68 000 კვადრატული მეტრია, თითქმის ორ ქუჩას იკავებს. ეს კომპლექსი ბრუკლინის ხიდს გადაჰყურებს.

რიჩარდ დევაინი იეჰოვას მოწმეების გრანდიოზულ გეგმებთან დაკავშირებით ასეთ რამეს აღნიშნავს: „ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ მალე ჩვენი მსოფლიო მთავარი სამმართველო უორიკში გადავიტანოთ“.

ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.WatchtowerBrooklynRealEstate.com. ინტერვიუებსა და ფოტოსურათებზე საინფორმაციო სამსახურმა იზრუნა.

საკონტაქტო პირი:

დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000