წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 26 ოქტომბერი
შეერთებული შტატები

იეჰოვას მოწმეები ყიდიან კოლუმბია-ჰაიტსის 97-ში განთავსებულ შენობას

იეჰოვას მოწმეები ყიდიან კოლუმბია-ჰაიტსის 97-ში განთავსებულ შენობას

წლების განმავლობაში სასტუმრო მარგარეტი ბრუკლინის ყველაზე მაღალი შენობა იყო

ნიუ-იორკი, ბრუკლინი — 2016 წლის 26 ოქტომბერს იეჰოვას მოწმეებმა დაიწყეს კოლუმბია-ჰაიტსის 97-ში განთავსებული შენობის გასხვისების პროცესი. 11-სართულიანი საცხოვრებელი შენობიდან, რომელიც ბრუკლინ-ჰაიტსის ისტორიული უბნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ისტ-რივერისა და მანჰეტენის ულამაზესი ხედები იშლება.

კოლუმბია-ჰაიტსის 97-ში მდებარე შენობას ძველი სასტუმროს არქიტექტურული ელემენტები პატინა, ტერაკოტას ფილები და ერკერის ფანჯრები ალამაზებს

ძველად კოლუმბია-ჰაიტსის 97-ში სასტუმრო მარგარეტი მდებარეობდა. 1980 წელს სასტუმრო ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა. მოგვიანებით, მის ადგილას საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო, რომლის დიზაინიც არქიტექტორ სტენტონ ექსტატს ეკუთვნოდა. დღეს ამ საცხოვრებელ შენობას ძველი სასტუმროს არქიტექტურული ელემენტები პატინა, ტერაკოტას ფილები და ერკერის ფანჯრები ალამაზებს. საცხოვრებელი სახლი იეჰოვას მოწმეებმა 1986 წელს შეისყიდეს, როცა მისი მშენებლობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. მას შემდეგ ამ შენობაში მთავარ სამმართველოში მომუშავე მოწმეები ცხოვრობდნენ. დეივიდ სიმონიანი, იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი, აღნიშნავს: „კოლუმბია-ჰაიტსის 97-ში მდებარე შენობა 30-ზე მეტი წლის განმავლობაში იყო ასობით ბეთელელის მშობლიური კერა. შთამბეჭდავი დიზაინი და ადგილმდებარეობა განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს საცხოვრებელ სახლს“.

8 232 კვადრატული მეტრის შენობაში 97 საცხოვრებელი ოთახია, რომელთაგან ზოგიერთს აივანი ან სახურავზე ტერასა აქვს. შენობაში აგრეთვე განთავსებულია 30-ადგილიანი ავტოსადგომი, რომელსაც შესასვლელი ორანჯ სტრიტიდან აქვს.

დეივიდ სიმონიანი ამბობს: „იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველო უორიკში გადავიდა და 2016 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო ფუნქციონირება. როცა კოლუმბია-ჰაიტსის 97-ში მდებარე შენობა გაიყიდება, საბოლოოდ დასრულდება მთავარი სამმართველოს ბრუკლინიდან უორიკში გადასვლის პროცესი“.

საკონტაქტო პირი:

დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. 1-718-560-5000