არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 9 დეკემბერი
შეერთებული შტატები

მთავარი სამმართველოს ახალი კომპლექსის მშენებლობა დაჩქარდა

მთავარი სამმართველოს ახალი კომპლექსის მშენებლობა დაჩქარდა

ნიუ-იორკი — 2015 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით უორიკში იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს ახალი კომპლექსის მშენებლობის დაჩქარების მიზნით სამშენებლო ობიექტზე გაცხოველებული სამუშაოები მიმდინარეობდა. პროექტში ყოველდღიურად 3 800 მოხალისე იღებდა მონაწილეობას.

გაცხოველებული მუშაობის დროს დაახლოებით 40 ავტობუსი ემსახურებოდა 3 800-მდე მოხალისეს

რვა დროებითი სასადილო მოეწყო, სადაც მოხალისეები სადილობდნენ

2013 წლის ივლისიდან, მას შემდეგ, რაც საძირკვლისთვის მიწის გათხრა დაიწყო, ამ პროექტზე სამუშაოდ 18 000-ზე მეტი მოწმე ჩამოვიდა სხვადასხვა შტატიდან, მათ შორის ალასკადან და ჰავაიდან. ყოველ შაბათ-კვირას დაახლოებით 400-500 მოხალისე ჩამოდიოდა, თუმცა გაჩაღებული მუშაობის დროს მათმა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. მოხალისეთა უმეტესობა ერთი კვირიდან ოთხ კვირამდე მუშაობდა.

სამშენებლო კომიტეტის თავმჯდომარე, რიჩარდ დევაინი, აღნიშნავს: „ვინაიდან ყოველდღე სამშენებლო ობიექტზე ათასობით მოხალისე მუშაობდა, ხალხმრავლობის გამო მათ შეიძლება მუშაობაში ხელი შეშლოდათ. ორგანიზებულად და შეუფერხებლად რომ წარმართულიყო მშენებლობა, დღის ცვლაში მომუშავე დაახლოებით 400 მოხალისე მეორე ცვლაში გადაიყვანეს — ისინი შუადღის 3 საათიდან ღამის 2 საათამდე მუშაობდნენ. მეორე ცვლა მუშაობდა მაისიდან სექტემბრის ჩათვლით.

მთავარი სამმართველოს ახალი კომპლექსი საღამოს, მზის ჩასვლის დროს

სამშენებლო კომიტეტის მიერ მოწოდებული ცნობებით, ოთხი საცხოვრებელი შენობიდან ორი, როგორც თავიდანვე იგეგმებოდა, 2016 წლის იანვრისთვის დასრულდება. თუმცა, როგორც რიჩარდ დევაინი დასძენს, „მთლიანი პროექტი ოთხი თვით ადრე დასრულდება, რაც ერთობლივი მუშაობის შედეგია“. ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი საცხოვრებელი, საოფისე და ტექმომსახურების შენობები, ახალი გეგმის თანახმად, 2016 წლის 1-ლი სექტემბრისთვის დასრულდება.

მთავარი სამმართველოს ახალი კომპლექსი (ზედხედი)

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000