წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 6 მაისი
შეერთებული შტატები

გაიყიდა ბრუკლინ-ჰაიტსის ისტორიულ უბანში განთავსებული შენობა

გაიყიდა ბრუკლინ-ჰაიტსის ისტორიულ უბანში განთავსებული შენობა

ნიუ-იორკი — 2016 წლის 26 აპრილს იეჰოვას მოწმეებმა გაყიდეს კოლუმბია-ჰაიტსის 124-ში განთავსებული საკუთრება. ეს 10-სართულიანი საცხოვრებელი შენობა, რომლის ფართობიც დაახლოებით 14 120 კვადრატული მეტრია, ბრუკლინ-ჰაიტსის ჩრდილოეთ ნაწილში, ულამაზესი ბულვარის მახლობლად მდებარეობს. 2015 წლის დეკემბერში ამ შენობის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა. მალე ცნობილი გახდა ტენტდერში გამარჯვებული ყველაზე ხელსაყრელი მყიდველის ვინაობა.

კოლუმბია-ჰაიტსის 122—124

ძველად კოლუმბია-ჰაიტსის 124-ში 4-სართულიანი შენობა იყო განთავსებული, რომელიც ცნობილ სასულიერო პირს და აბოლიციონისტს ჰენრი უორდ ბიჩერს ეკუთვნოდა (1856—1881 წწ.). გაზეთ „ნიუ–იორკ ტაიმზი“-ში ყურადღება მახვილდებოდა ამ შენობის ისტორიულ მნიშვნელოვნებაზე. კერძოდ, მასში აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტი ლინკოლნი სწორედ ამ სახლში ეწვია ჰენრი ბიჩერს, სანამ „გათავისუფლების პროკლამაციას“ ხელს მოაწერდა. ჰენრი ბიჩერის საკუთრება იეჰოვას მოწმეებმა 1909 წლის მაისში შეისყიდეს. მოგვიანებით მათ კიდევ რამდენიმე შენობა იყიდეს. მოწმეებმა ყველა ეს შენობა გააერთიანეს და საცხოვრებელ კომპლექსად გადააკეთეს.

რიჩარდ დევაინი, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი, აღნიშნავს: „კოლუმბია-ჰაიტსის 124-ში მდებარე შენობა ჩვენი ორგანიზაციის მემკვიდრეობაა. 1909 წლიდან ეს შენობა ძირითადად საცხოვრებლად გამოიყენებოდა. 24 წლის განმავლობაში (1929—1957 წწ.) ამავე შენობაში განთავსებული იყო ჩვენი რადიოსადგური დაბლიუ-ბი-ბი-არი, საიდანაც ბიბლიური მოხსენებები გადაიცემოდა.

იეჰოვას მოწმეების რადიოსადგური დაბლიუ-ბი-ბი-არი, 1950 წელი

იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველო უკვე ას წელზე მეტია, რაც ბრუკლინ­-ჰაიტსიში მდებარეობს. თუმცა ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველი მთავარი სამმართველო 1880 წელს ქალაქ ალეგანში (ამჟამად პიტსბურგის ნაწილი, პენსილვანია) დაარსდა. დეივიდ სიმონიანი, იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს პრეს-მდივანი, აღნიშნავს: „1909 წელს მთავარი სამმართველოს საპორტო ქალაქ ბრუკლინში გადატანა მართლაც რომ გონივრული გადაწყვეტილება იყო. ამან დიდად შეუწყო ხელი ბიბლიის საგანმანათლებლო საქმიანობის წინ წაწევასა და გაფართოებას“.

კოლუმბია-ჰაიტსის 124-ში მდებარე შენობის გაყიდვა იმის ნიშანია, რომ იეჰოვას მოწმეები მალე საბოლოოდ დატოვებენ ბრუკლინს. ახალი მთავარი სამმართველოს კომპლექსი, რომელიც უორიკში (ნიუ-იორკი) შენდება, დაახლოებით 20 ჰექტარზეა გადაჭიმული. დეივიდ სიმონიანი აღნიშნავს: „ახალ შენობაში გადასვლა ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელია. ბრუკლინი საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე იყო ჩვენი სახლი, ახლა კი უორიკი დაიკავებს მის ადგილს“.

საკონტაქტო პირი:

დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000