წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2013 წლის 15 იანვარი
ფიჯი

ტროპიკულმა ციკლონმა „ევანმა“ წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილს გადაუარა

ტროპიკულმა ციკლონმა „ევანმა“ წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილს გადაუარა

სუვა, ფიჯი — 2012 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ფიჯისა და სამოას მეოთხე კატეგორიის ტროპიკული ციკლონი დაატყდა თავს. „ევანმა“, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ციკლონად ითვლება, კუნძული ფიჯი ნანგრევებად აქცია, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა და ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. ბოლო 70 წლის მანძილზე ფიჯის ასეთი სიძლიერის ციკლონი არ ახსოვს. ერთმა კომენტატორმა ზარალი, რომელიც ამ ციკლონმა მიაყენა სამოას, შეადარა 2009 წელს მომხდარი დამანგრეველი ცუნამის შედეგად მოტანილ ზარალს.

მოწოდებული ცნობების თანახმად, იეჰოვას მოწმეებს შორის არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. მიუხედავად ამისა, ციკლონმა ბევრი იეჰოვას მოწმის სახლი დააზიანა. ფიჯიზე, თავდაპირველი მონაცემებით, მოწმეების 80-ზე მეტი სახლი დაზიანდა ან დაინგრა. კუნძულ უპოლუზე, რომელიც სამოას შემადგენლობაში შედის, 47 მოწმე უსახლკაროდ დარჩა.

სამოაზე უსახლკაროდ დარჩენილები დროებით შეასახლეს შენობებში, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები რელიგიური მსახურებისთვის იყენებენ; ზოგიერთი მათგანი მოწმეებმა თავიანთ სახლებში შეიფარეს. ავსტრალიაში იეჰოვას მოწმეების ფილიალმა ორგანიზება გაუწია იმას, რომ კიდევ სხვა სახით აღმოეჩინათ დახმარება დაზარალებულებისთვის. 18 დეკემბერს ოთხ ადგილობრივ კრებას გაეგზავნა საკვები და ჰიგიენური საშუალებები. იეჰოვას მოწმეების მთარგმნელობითმა ოფისმა დაზარალებულები სასმელი წყლით მოამარაგა. გარდა ამისა, მოწმეების ჯგუფი მონაწილეობას იღებდა დაზიანებული სახლების აღდგენაში; ისინი დეზინფექციას ატარებდნენ და წყლის ჭავლით წყალდიდობის შედეგად მოტანილი ჭუჭყისა და სიბინძურისგან ასუფთავებდნენ სახლებს. დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები, რომლებიც მოხალისეებისგან შედგებოდა, ხელმძღვანელობას უწევდნენ იმას, რომ ფიჯიზე ციკლონის შედეგად დაზარალებულებისთვის დაუყოვნებელი დახმარება აღმოეჩინათ. ეს კომიტეტები დღემდე ზრუნავენ იმ მოწმეების მოთხოვნილებებზე, რომელთა მოსავალიც სტიქიის დროს მთლიანად განადგურდა.

ტევიტა სადოლე, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი ფიჯიზე, აღნიშნავს: „სტიქიის შემდეგ ნამდვილად ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ კარგ განწყობას ვინარჩუნებთ. კვლავაც სიხარულით აღმოვუჩენთ დახმარებას როგორც ჩვენს და-ძმებს, ისე სხვებს“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური: +1 718 560 5000

ავსტრალია: დონალდ მაკლინი, ტელ. +61 2 9829 5600

ფიჯი: ტევიტა სადოლე, ტელ. +679 330 4766