არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 17 თებერვალი
ფილიპინები

უახლესი ინფორმაცია: იეჰოვას მოწმეები დახმარების ხელს უწვდიან ტაიფუნის შედეგად დაზარალებულებს

უახლესი ინფორმაცია: იეჰოვას მოწმეები დახმარების ხელს უწვდიან ტაიფუნის შედეგად დაზარალებულებს

მანილა, ფილიპინები — მას შემდეგ, რაც ფილიპინებს გამანადგურებელმა ტაიფუნმა გადაუარა, იეჰოვას მოწმეებმა ორგანიზება გაუწიეს იმას, რომ სტიქიის ზონაში დაზარალებულთათვის დახმარება აღმოეჩინათ.

იეჰოვას მოწმეების ფილიალმა მანილაში სტიქიით დაზარალებულთა დახმარების 5 კომიტეტი ჩამოაყალიბა. ფილიპინების ცენტრალურ ნაწილში 190 ტონაზე მეტი დახმარება გაიგზავნა. მოწმეებმა ათზე მეტი ქვეყნიდან მზადყოფნა გამოთქვეს, რომ დახმარება გაეწიათ დაზარალებულთათვის. მოხალისეებმა მთლიანობაში 2 000-ზე მეტი სახლი შეაკეთეს და აღადგინეს; აგრეთვე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს იქ მცხოვრებთ.

225 ადამიანი დღემდე იმ კარვებში ცხოვრობს, რომელიც მოწმეებმა ქალაქ კალბაიოგის (სამარა) მახლობლად განათავსეს. მათგან 15-20 პროცენტი არ არის იეჰოვას მოწმე.

ამ დამანგრეველი ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 201-ს მიაღწია; 1 785 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება. როგორც ცნობილია, მილიონზე მეტი სახლი დაინგრა და დაახლოებით 28 000-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. იეჰოვას მოწმეთა ფილიალი (მანილა) იუწყებოდა, რომ ტაიფუნის შედეგად 33 იეჰოვას მოწმე დაიღუპა, ხოლო 10 მოწმე დღემდე დაკარგულად ითვლება.

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, მარკ სანდერსონმა სტიქიის შედეგად დაზარალებულები მოინახულა.

2013 წლის 7 დეკემბერს იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, მარკ სანდერსონი სტიქიის ზონაში ჩავიდა. მან შვიდი დღის მანძილზე ხუთზე მეტ პროვინცია მოინახულა. «ფილიპინებზე ყოველი ფეხის ნაბიჯზე გახდები იმის მოწმე, თუ რა უბედურება დაატეხა აქაურებს ტაიფუნმა „ჰაიანმა“. ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად დავეხმაროთ დაზარალებულებს და მატერიალური, ფიზიკური თუ სულიერი დახმარება აღმოვუჩინოთ».

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ფილიპინები: დინ ჯეისეკი, ტელ. +63 2 411 6090