არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 1 ნოემბერი
ფილიპინები

იეჰოვას მოწმეები დახმარების ხელს უწვდიან ტაიფუნის შედეგად დაზარალებულებს ფილიპინებზე

იეჰოვას მოწმეები დახმარების ხელს უწვდიან ტაიფუნის შედეგად დაზარალებულებს ფილიპინებზე

2016 წლის 16 და 19 ოქტომბერს ჩრდილოეთ ფილიპინების კუნძულ ლუსონს ორი ტაიფუნი, „სარიკა“ (ფილიპინელები მას „კარენს“ უწოდებენ) და „ჰაიმა“ (ფილიპინელები მას „ლაუინის“ უწოდებენ) დაატყდა თავს. იეჰოვას მოწმეები დახმარების ხელს უწვდიან დაზარალებულ თანამორწმუნეებს და არა მხოლოდ მათ. მეოთხე კატეგორიის ტაიფუნი „ჰაიმა“ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყო, რომელიც ფილიპინებს 2013 წლის შემდეგ დაატყდა თავს. როგორც ცნობილია, ამ წელს ფილიპინებს დამანგრეველმა ტაიფუნმა „ჰაიანიმ“ (ფილიპინელები მას „იოლანდას“ უწოდებენ) გადაუარა.

ფილიპინებზე დაახლოებით 200 000 იეჰოვას მოწმე ცხოვრობს. საბედნიეროდ, სტიქიის შედეგად არც ერთი მათგანი არ დაღუპულა და არც სერიოზულად დაშავებულა. თუმცა თავდაპირველი მონაცემების თანახმად, დაახლოებით 1 058 იეჰოვას მოწმე უსახლკაროდ დარჩა და თაყვანისცემისთვის განკუთვნილი 43 შენობა დაინგრა ძლიერი ქარის, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, რომელიც ტაიფუნ „ჰაიმას“ მოჰყვა.

ფილიპინების ქალაქ ტუგეგარაოში (კუნძული ლუსონი) იეჰოვას მოწმეების ფილიალმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბა სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რომელიც ორგანიზებას უწევს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას, რაშიც შედის საკვები, სასმელი წყალი და სხვა საჭირო ნივთები. სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული დახმარებით სავსე 8 სატვირთო ავტომობილი გაიგზავნა. ადგილობრივი ფილიალი იმაზეც ზრუნავს, რომ აშენდეს დროებითი საცხოვრებლები, აგრეთვე შეკეთდეს დაზიანებული სახლები და თაყვანისცემისთვის განკუთვნილი შენობები.

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც მთავარ სამმართველოში მსახურობს, ორგანიზებას უწევს დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენას. იგი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებულ შესაწირავებს იყენებს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დევიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ფილიპინები: დინ ჯეისეკი, ტელ. +63 2 411 6090