წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 21 იანვარი
ფილიპინები

ერთი წელი სტიქიის შემდეგ

ერთი წელი სტიქიის შემდეგ

მანილა, ფილიპინები — გამანადგურებელი ტაიფუნის, „ჰაიანის“ შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა დასახმარებლად ფილიპინებზე იეჰოვას მოწმეებმა დიდი სამშენებლო პროექტი წამოიწყეს; ერთ წელზე ნაკლებ დროში მათ თითქმის 750 სახლი აღადგინეს და თავიდან ააშენეს.

ერთი სამშენებლო ჯგუფი, რომელიც 5 მოხალისისგან შედგებოდა, საშუალოდ 5 დღეში ასრულებდა ერთ სახლზე მუშაობას

დინ ჯეისეკი, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი ფილიპინებზე, აღნიშნავს: „ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ დაზიანებული და დანგრეული სახლების აღდგენა 2014 წლის სექტემბრისთვის დაგვესრულებინა. სამშენებლო სამუშაოები წლის დასაწყისში დავიწყეთ და იმის წყალობით, რომ მრავალმა იეჰოვას მოწმემ გამოთქვა მზადყოფნა, აგვისტოს ბოლოსთვის უკვე ყველაფერი დასრულებული გვქონდა“.

სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი, ისე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული იეჰოვას მოწმეები

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელმა საბჭომ გამოყო თანხა, რომელსაც შესაწირავის სახით სხვადასხვა ქვეყნიდან გზავნიან ჩვენი თანამორწმუნეები. იეჰოვას მოწმეების ფილიალმა მანილაში ჩამოაყალიბა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები, რათა სტიქიის ზონაში აღდგენითი სამუშაოებისთვის გაეწია ორგანიზება. მოწმეებს უნდა შეეკეთებინათ და აღედგინათ 167 სახლი ქალაქ ტაკლობანში, 256 — ორმოკში, 101 — სებუში და 218 — ქალაქ როხასში. სამშენებლო საქმიანობაში მონაწილეობას იღებდა 522 ფილიპინელი და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 90 იეჰოვას მოწმე.

ფერდინანდ მარტინ რომუალდესი (ლეიტეს პროვინციის პირველი ოლქის წარმომადგენელი)

ლეიტეს ერთ-ერთი ოლქის წარმომადგენელმა, ფერდინანდ მარტინ რომუალდესმა, აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეები პირველები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ... სიტყვებით ვერ გადმოვცემთ ჩვენს მადლიერებას. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით როგორც ჩემი ოჯახის, ისე ფილიპინელი ხალხის სახელით“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ფილიპინები: დინ ჯეისეკი, ტელ. +63 2 411 6090