წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

14 ნოემბერი, 2013
ფილიპინები

ფილიპინების ცენტრალურ ნაწილს გამანადგურებელი ტაიფუნი „ჰაიანი“ დაატყდა თავს

ფილიპინების ცენტრალურ ნაწილს გამანადგურებელი ტაიფუნი „ჰაიანი“ დაატყდა თავს

მანილა, ფილიპინები — 2013 წლის 8 ოქტომბერს ფილიპინებს დამანგრეველი ტაიფუნი „ჰაიანი“ (ფილიპინებზე მას „იოლანდა“ უწოდეს) დაატყდა თავს. ეს ქარიშხალი ერთ-ერთი უძლიერესი ქარიშხალი იყო ფილიპინების ისტორიაში.

2013 წლის 13 ნოემბერს ფილიპინების იეჰოვას მოწმეთა ფილიალი მანილაში იტყობინებოდა, რომ ამ ტაიფუნმა 27 იეჰოვას მოწმე იმსხვერპლა. ტაიფუნმა მოწმეთა 100-ზე მეტი სახლი და მათი ხუთი თაყვანისცემის ადგილი მიწასთან გაასწორა.

ფილიპინებისკენ საერთაშორისო დახმარება დაიძრა. იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოც, თავი მხრივ, მსოფლიო მთავარი სამმართველოდან (ბრუკლინი, ნიუ-იორკი) კოორდინირებას უწევს სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულთა დახმარებას. ხელმძღვანელმა საბჭომ იზრუნა, რომ ფილიპინების ფილიალს სტიქიის ზონაში გაეგზავნა საკვები, წყალი, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების სხვა საჭირო ნივთები. შაბათს, 10 ნოემბერს სტიქიის ზონაში გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარებით სავსე 10 ავტოფურგონი; მომდევნო დღეს კი — კიდევ რამდენიმე სატვირთო მანქანა.

ამ სტიქიურ უბედურებამდე არც ისე დიდი ხნის წინ, 2013 წლის 15 ოქტომბერს ფილიპინებზე 7,2 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც 218 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოწოდებული ცნობების თანახმად, მიწისძვრის დროს სამი იეჰოვას მოწმე დაიღუპა — ერთი მეწყერმა იმსხვერპლა, ორი კი თავისი სახლის ნანგრევებში მოჰყვა. ამ მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე, 12 ოქტომბერს ფილიპინებს ტაიფუნი „ნარიც“ დაატყდა თავს, რომელმაც 13 ადამიანი შეიწირა. სწორედ ამ ტაიფუნმა გამოიწვია მიწისძვრა.

სტიქიით დაზარალებულებს იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებული შესაწირავებით ეხმარება. ხელმძღვანელ საბჭოს კარგად ესმის, თუ რამდენად დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ დაზარალებულთათვის გამოცდილ მოხალისეებს; ამიტომ, ხელმძღვანელი საბჭო მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების ფილიალებთან თანამშრომლობს, რათა შეაგროვოს გამოცდილი მოხალისეები და სტიქიის ზონაში გაგზავნოს, სადაც ისინი დახმარებას აღმოუჩენენ დაზარალებულებს, ითანამშრომლებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოებთან.

დინ ჯეისეკი, იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენელი ფილიპინებზე, აღნიშნავს: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დატრიალებული ტრაგედიის შედეგად ათასობით დაღუპული ადამიანის გამო. სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულებს ახლა ნამდვილად სჭირდებათ ნუგეში, რადგან სტიქიამ მათ არა მარტო სახლ-კარი გაუნადგურა, არამედ დიდი ემოციური ტრავმაც მიაყენა. ჩვენ კვლავაც აღმოვუჩენთ მათ დახმარებას და ვეცდებით, ბიბლიური ცნობითაც ვანუგეშოთ ჩვენი მეგობრები თუ სხვები“.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ფილიპინები: დინ ჯეისეკი, ტელ. +63 2 411 6090