წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 6 აპრილი
უნგრეთი

უნგრეთში გაიხსნა მემორიალური დაფა იმ იეჰოვას მოწმეების საპატივცემულოდ, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის დროს სიკვდილით დასაჯეს

უნგრეთში გაიხსნა მემორიალური დაფა იმ იეჰოვას მოწმეების საპატივცემულოდ, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის დროს სიკვდილით დასაჯეს

ბუდაპეშტი, უნგრეთი — ჰოლოკოსტის მემორიალურ ცენტრში ოთხი იეჰოვას მოწმის პატივსაცემად მემორიალური დაფა გაიხსნა. ამ მოწმეებმა სასტიკი დევნა აიტანეს ნაცისტური რეჟიმის დროს. გახსნის ცერემონია 2015 წლის 11 დეკემბერს გაიმართა.

ოთხი იეჰოვას მოწმისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა. ეს მოწმეები მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა სიკვდილით დასაჯეს

1945 წლის მარტში მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო უნგრეთის ქალაქ კერმენდსა და შარვარში „ჯვარედინი ისრების“ სახელით ცნობილმა უნგრეთის ნაცისტური პარტიის წევრებმა საჯაროდ დახვრიტეს ლაიოშ დელი, ანტალ ჰენიში, ბერტალან საბო და იანოშ ჟონდორი. მემორიალურ დაფაზე მათი სახელების გვერდით მოცემულია ბიბლიური ციტატა: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქმეები 5:29).

ჩაბა ლატორკაი, სოციალური საკითხების სამსახურის უფროსის მოადგილე, გახსნის ცერემონიაზე სიტყვას წარმოთქვამს

ჩაბა ლატორკაიმ, სოციალური საკითხების სამსახურის უფროსის მოადგილემ, თავისი მოხსენება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: «მემორიალური დაფა ეძღვნება ოთხ იეჰოვას მოწმე ახალგაზრდა მამაკაცს, ... მათ, როგორც იეჰოვას მოწმეებმა, დაიცვეს კანონი „არ მოკლა“, სინდისის ხმას მოუსმინეს და უარი თქვეს იარაღის ხელში აღებაზე».

ჰოლოკოსტის მემორიალური ცენტრის დირექტორმა, საბოჩ სიტამ თავის მოხსენებაში ასეთი რამ თქვა: „იეჰოვას მოწმეები, რომლებიც სხვებთან ერთად ეტანჯნენ ნაცისტური რეჟიმის დროს, ათწლეულების მანძილზე მივიწყებულნი იყვნენ. მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნა გამარჯვების ტოლფასია. ამ ოთხ იეჰოვას მოწმეს სიკვდილის პირისპირ ყოფნისას ერთგულების შენარჩუნებაში ძლიერი რწმენა დაეხმარა. ოთხივე მათგანი ჩვენთვის სამაგალითოა“.

მემორიალური ცენტრის დირექტორი საბოჩ სიტა გახსნის ცერემონიაზე (ბუდაპეშტი)

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

უნგრეთი: ანდრას სიმონი, ტელ. +36 1 401 1118