წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 18 ივლისი
უკრაინა

ცნობები უკრაინიდან იეჰოვას მოწმეების შესახებ

ცნობები უკრაინიდან იეჰოვას მოწმეების შესახებ

ლვოვი, უკრაინა — იეჰოვას მოწმეების ფილიალი უკრაინაში იტყობინება, რომ 2014 წლის 17 ივნისს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კრამატორსკში ერთი მოწმე დაიღუპა ჭურვის აფეთქების შედეგად, რომელიც მის მანქანასთან ახლოს აფეთქდა. საბედნიეროდ, სხვა მოწმეები არც დაღუპულან და არც სერიოზულად დაშავებულან ქვეყანაში რამდენიმე თვის წინ დაწყებული არეულობის შედეგად. მაგრამ მაინც გახდა საჭირო ასობით იეჰოვას მოწმის ევაკუირება აღმოსავლეთ უკრაინის იმ ტერიტორიებიდან, სადაც დაძაბული ვითარება იყო. ისინი თანამორწმუნეებმა შეიფარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალადობრივი დაპირისპირება არ წყდება, უკრაინაში მოწმეები კვლავაც განაგრძობენ სხვებისთვის მანუგეშებელი ბიბლიური ცნობის გაზიარებას. 2014 წლის ივნისის დასაწყისში მოწმეებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში უმასპინძლეს რამდენიმე ფართომასშტაბიან შეხვედრას, რომლებიც მშვიდობიანად ჩატარდა. ამ შეხვედრებზე წარმოითქვა ბიბლიური მოხსენებები და წარმოდგენილი იყო ინსცენირებები, რომელთა შედეგადაც დამსწრეებმა დაინახეს, ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ გამოიყენონ ბიბლიური რჩევები. ამ შეხვედრებს 5 200-ზე მეტი კაცი დაესწრო. უკრაინაში დაახლოებით 40 რეგიონული კონგრესის ჩატარება იგეგმება. ამ კონგრესებზე ხაზი გაესმება ბიბლიურ დანაპირებს, რომლის თანახმადაც დედამიწაზე ღვთის მმართველობის შედეგად მშვიდობა დაისადგურებს. მთელ უკრაინაში 165 000-ზე მეტ ადამიანს ერთი სული აქვს, დაესწროს ამ განსაკუთრებულ შეხვედრებს. აქედან 7 500 კონგრესებს ყირიმში დაესწრება.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

უკრაინა: ვასილ კობელი, ტელ. +38 032 240 9323