წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 6 ივლისი
უკრაინა

იეჰოვას მოწმეების სპეციალური შეხვედრა ტრანსლაციით გადაიცა საომარ ზონაში

იეჰოვას მოწმეების სპეციალური შეხვედრა ტრანსლაციით გადაიცა საომარ ზონაში

ლვოვი, უკრაინა — 2015 წლის 14 თებერვალს იეჰოვას მოწმეებმა უკრაინაში სპეციალური შეხვედრა ჩაატარეს, რათა გაემხნევებინათ და ენუგეშებინათ 17 000-ზე მეტი თანამორწმუნე, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში, საომარ ზონაში ცხოვრობენ. ამ შეხვედრის ორსაათიანი პროგრამა უკრაინაში იეჰოვას მოწმეების ფილიალიდან პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. 2015 წლის 24 იანვარს ქალაქ მარიოპოლში ერთ-ერთი ადგილის დაბომბვის შემდეგ მოწმეების 3 სახლი და 58 ბინა დაზიანდა. შემთხვევას ერთი 16 წლის მოწმე ემსხვერპლა, ერთი კი სერიოზულად დაშავდა. ასე რომ, ეს შეხვედრა მართლაც დროული იყო.

საომარ ზონაში მცხოვრები ქრისტიანები სამეფო დარბაზში არიან შეკრებილნი და უყურებენ სპეციალური შეხვედრის პროგრამას, რომლის ტრანსლაციაც უკრაინის ფილიალიდან ხორციელდება (მაკეევკა)

უკრაინის ფილიალმა რუსეთის ფილიალის დახმარებით შეხვედრის მთლიანი პროგრამის ვიდეოჩანაწერი ტრანსლაციით გადასცა ბელორუსიასა და რუსეთში. 150 841 უკრაინელ და-ძმასთან ერთად პროგრამას ბელორუსიასა და რუსეთში 186 258-მა მოწმემ უყურა. მაყურებელთა საერთო რაოდენობამ 337 099 შეადგინა.

გუსტავ ბერკი, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი უკრაინაში, აღნიშნავს: „წარმოდგენილმა ანგარიშმა, რომელიც ეხებოდა დაზარალებულთათვის აღმოჩენილ დახმარებას, მართლაც ძლიერ გაამხნევა : საომარ ზონაში მცხოვრები ჩვენი და-ძმები. სასიამოვნო იყო იმის გაგებაც, თუ როგორ ზრუნავს დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ჩვენს ლტოლვილ მეგობრებზე რუსეთში, კერძოდ, დონის როსტოვში.

იაროსლავ სიულსკი, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი რუსეთში, ასეთ კომენტარს აკეთებს: „იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ცნობილნი არიან, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ. ამ შეხვედრის პროგრამაში ჩართული იყო მოხსენებები, რომლებმაც შეგვახსენა ჩვენს ნეიტრალურ პოზიციასთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპები. ხაზი გაესვა იმას, თუ რატომ არ ვიკავებთ საომარი მოქმედებების დროს არც ერთ მხარეს, მიუხედავად იმისა, რუსები ვართ, უკრაინელები თუ სხვა ეროვნების წარმომადგენლები“.

ბეწვზე გადარჩენილი ორი მოწმე; როდესაც გორლოვკაში მათ საცხოვრებელ სახლს ჭურვი დაეცა, ისინი ამ დროს გარეთ იყვნენ (დონეცკის ოლქი

ამ დროისთვის უკრაინის ფილიალმა იზრუნა იმაზე, რომ შექმნილიყო დაზარალებულთა დახმარების 14 კომიტეტი, რომლებიც მათზე ზრუნავს, ვინც ომის შედეგად დაზარალდა. ამ კომიტეტებმა 149 ტონა საკვები პროდუქტითა და 21 ტონა ტანსაცმლით უზრუნველყვეს თანამორწმუნეები და ისინი, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები. აგრეთვე 7 600-ზე მეტი ლტოლვილი უზრუნველყვეს თავშესაფრით. ზოგი დანგრეული სახლი და სამეფო დარბაზი (თაყვანისცემისთვის განკუთვნილი ადგილი) აღადგინეს, დაზიანებულები კი შეაკეთეს. მაგალითად, ქალაქ მარიოპოლში დაბომბვიდან, სულ რაღაც, ორ დღეში დაზარალებულთათვის დახმარების კომიტეტის ორგანიზებით, 160-მა მოხალისემ 34 დაზიანებული ბინის შეკეთება დაიწყო.

სამეფო დარბაზთან ახლოს მდებარე დაბომბილი ავტოსადგომი მარიოპოლში

დასასრულ, გუსტავ ბერკი აღნიშნავს, რომ უკრაინის ფილიალი დაზარალებულთა მხოლოდ ფიზიკურ და მატერიალურ საჭიროებებზე არ ზრუნავს. ის ამბობს: „ამ სპეციალური შეხვედრის გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ მიმომსვლელი ზედამხედველები განაგრძობენ საომარ ზონაში იეჰოვას მოწმეების 136 კრების მონახულებას. ამასთან, როგორც ასეთ რთულ დროს იეჰოვას მოწმეების მსოფლიოს ყველა კრებაში ხდება ხოლმე, ადგილობრივი უხუცესები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კრების წევრებს სულიერი მხარდაჭერა აღმოუჩინონ“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ბელორუსია: პაველ იადლოუსკი, ტელ. +375 17 292 93 78

რუსეთი: იაროსლავ სივულსკი, ტელ. +7 812 702 2691

უკრაინა: გუსტავ ბერკი, ტელ. +38 032 240 9323