არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 11 ნოემბერი
უკრაინა

უკრაინაში საომარი ვითარების დროს იეჰოვას მოწმეები მშვიდობიანად შეიკრიბნენ და ბიბლიის გადამუშავებული თარგმანი მიიღეს

უკრაინაში საომარი ვითარების დროს იეჰოვას მოწმეები მშვიდობიანად შეიკრიბნენ და ბიბლიის გადამუშავებული თარგმანი მიიღეს

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრი აცხადებს ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემას

ლვოვი, უკრაინა — აღმოსავლეთ უკრაინაში სერიოზული შეიარაღებული დაპირისპირების მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები დაესწრნენ ლვოვში 2014 წლის 4—6 ივლისს გამართულ რეგიონულ კონგრესს „უპირველესად ეძებეთ ღვთის სამეფო!“. იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ენტონი მორისმა გამოაცხადა, რომ თანამედროვე უკრაინულ ენაზე გამოიცა ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.

იეჰოვას მოწმეების ადგილობრივმა ფილიალმა ორგანიზება გაუწია იმას, რომ ამ კონგრესის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილი 8 ქალაქში და ომის ეპიცენტრში, დონეცკის ოლქში, 62 სხვადასხვა ადგილას, ვიდეოტრანსლაციით გადაცემულიყო. მთლიანობაში კონგრესის პროგრამა 82 832-მა კაცმა მოისმინა, აქედან ნაწილი უშუალოდ ლვოვის სტადიონზე იყო შეკრებილი, სადაც დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა 18 336-ს მიაღწია, ნაწილი კი პროგრამას ვიდეოტრანსლაციით უყურებდა. სულ 1 068 ადამიანი მოინათლა.

ლვოვში „არენა ლვოვის“ სტადიონზე გამართულ კონგრესზე, სახელწოდებით „უპირველესად ეძებეთ ღვთის სამეფო!“ დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა 18 336 შეადგინა

პირველ დღეს მოწმეები იძულებული გახდნენ, შეეწყვიტათ კონგრესის პროგრამა, რადგან შემოვიდა ინფორმაცია, რომ სტადიონზე ბომბი იყო. ამიტომ ხალხს სასწრაფოდ დაატოვებინეს სტადიონი. 16 000-ზე მეტმა კაცმა, სულ რაღაც, 11 წუთში დაცალა სტადიონი, მაგრამ პროგრამა მაშინვე განახლდა, როგორც კი სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ ეს ცრუ განგაში იყო.

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი უკრაინაში, ვასილ კობელი, აღნიშნავს: «გვიხარია, რომ ამდენ ხალხს ვუმასპინძლეთ ჩვენს კონგრესზე. უკრაინელებისთვის ყველაზე დაუვიწყარი ის იყო, რომ ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მიიღეს, რომელიც პირველად 2013 წლის ოქტომბერში ინგლისურ ენაზე გამოიცა. აღძრულნი ვართ, ყველა ჩვენს მეზობელს გავუზიაროთ ბიბლიური დანაპირები მშვიდობიანი მომავლის შესახებ, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის ამ საკმაოდ მძიმე პერიოდში».

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

უკრაინა: ვასილ კობელი, ტელ. +38 032 240 9323