არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

17 სექტემბერი, 2013
ტანზანია

ტანზანიის სააპელაციო სასამართლომ დაიცვა მოწმეთა ბავშვების უფლებები

ტანზანიის სააპელაციო სასამართლომ დაიცვა მოწმეთა ბავშვების უფლებები

დარ-ეს-სალამ-ი (ტანზანია) — 2013 წლის 12 ივლისს ტანზანიის სააპელაციო სასამართლომ, რომელიც ქვეყანაში მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა, ერთსულოვნად დაადგინა, რომ მბეიის ოლქის სკოლებში შეილახა 127 მოსწავლის რელიგიური თავისუფლება, რაც იმაში გამოიხატა, რომ ზოგი მოსწავლე სკოლიდან გარიცხეს, ზოგი კი სხვა სახით დასაჯეს, რადგან რელიგიური მრწამსის გამო უარი თქვეს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებაზე.

2007 წელს სკოლის სამეურვეო საბჭომ სკოლიდან გარიცხა ხუთი მოწმე იმის გამო, რომ უარი თქვეს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებაზე. გარდა ამისა, ამავე ოლქის სხვა სკოლებში, დაწყებითი და უფროსი კლასებიდან 122 მოწმე დაისაჯა ამავე მიზეზით. გარიცხულმა მოსწავლეების ოჯახებმა მიმართეს განათლების სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს, მაგრამ უშედეგოდ. მას შემდეგ 127-მა მოსწავლემ სარჩელი შეიტანა ტანზანიის უზენაეს სასამართლოში, რომელიც თავისი მნიშვნელობით მართლმსაჯულების განმახორციელებელი მეორე ორგანოა ქვეყანაში. სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც მოხდა უზენაესი სასამართლო განაჩენისა და ყველა შესაძლო შედეგის ანულირება.

იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენელმა ტანზანიაში, ცადოკ მვაიპვისმა, განაცხადა: „მოხარულები ვართ, რომ სასამართლომ მოწმეთა ბავშვების რელიგიურ უფლებებს ანგარიში გაუწია და ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდა. ამ გამარჯვების საფუძველზე დაცული იქნება რელიგიური თავისუფლების კონსტიტუციური უფლება არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეთათვის, არამედ ტანზანიის ყველა მოქალაქისთვის.

საკონტაქტო პირი: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ +1 718 560 5000

ტანზანია: ცადოკ მვაიპვისი, ტელ: +255 22 2650592