წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 3 მარტი
რუსეთი

დანართი: ვებ-გვერდის JW.ORG აკრძალვის მცდელობა კრახით დასრულდა

დანართი: ვებ-გვერდის JW.ORG აკრძალვის მცდელობა კრახით დასრულდა

სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი — 2014 წლის 22 იანვარს იეჰოვას მოწმეებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება მთელი რუსეთის მასშტაბით იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ-გვერდის jw.org აკრძალვასთან დაკავშირებით.

ქალაქ ტვერის საოლქო სასამართლომ შეცვალა 2013 წლის 7 აგვისტოს ტვერის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ ვებ-გვერდის აკრძალვასთან დაკავშირებით რაიონულ სასამართლოში გამართული პროცესი არ იყო სამართლიანი, რადგან ამ სასამართლო სხდომის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ ვებ-გვერდის მფლობელებს, იეჰოვას მოწმეებს. ადგილობრივმა პროკურორმა ქალაქ ტვერში ვებ-გვერდის jw.org აკრძალვის საქმე სასამართლოში იმის საფუძველზე აღძრა, რომ ამ გვერდზე სახელმწიფოს მიერ აკრძალული ე. წ. ექსტრემისტული პუბლიკაციები იყო განთავსებული. როდესაც იეჰოვას მოწმეებმა ამ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ გაიგეს, დაუყოვნებლივ წაშალეს ეს პუბლიკაციები (ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენს ვებ-გვერდზე აღარ იქნება ხელმისაწვდომი „ექსტრემისტული“ პუბლიკაციები). ტვერის საოლქო სასამართლომ დაადასტურა, რომ მოწმეები არ არღვევდნენ კანონს და გააუქმა jw.org-ის აკრძალვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

იეჰოვას მოწმეებმა რუსეთის სასამართლო გადაწყვეტილება ზოგიერთი ბიბლიური პუბლიკაციის „ექსტრემისტულად“ გამოცხადების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს.

გრიგორი მარტინოვი, იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენელი რუსეთში, აცხადებს: „მოხარულები ვართ, რომ მოსამართლეებმა კარგად დაინახეს ვებ-გვერდის დადებითი მხარეები; აგრეთვე ისიც არ გამორჩათ მხედველობიდან, რომ ჩვენი მხრივ ყველანაირად შევეცადეთ, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად მოვქცეულიყავით. ჩვენ კვლავაც ვეცდებით, დავამტკიცოთ, რომ ჩვენი პუბლიკაციები საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და რომ რუსეთის მოსახლეობას სრული უფლება აქვს, ისარგებლოს ამ ბიბლიური პუბლიკაციებით“.

იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს საინფორმაციო სამსახურის პრეს-მდივანი კი დასძენს: „ამ გამარჯვებამ დიდად გაახარა მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები. ამ იურიდიული გამარჯვების წყალობით, ახლა რუსეთის მოსახლეობას კვლავაც შეუძლია ისარგებლოს ჩვენი ვებ-გვერდით, რომელიც ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობის წინსვლას უწყობს ხელს“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

რუსეთი: გრიგორი მარტინოვი, ტელ. +7 812 702 2691