წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 16 ივლისი
რუსეთი

რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების საქმეზე მალე გახდება ცნობილი

რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების საქმეზე მალე გახდება ცნობილი

ტაგანროგის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 16 იეჰოვას მოწმის საქმის თაობაზე, რომლის განხილვაც 15 თვეა მიმდინარეობს, 2014 წლის 28 ივლისს გამოცხადდება. ტაგანროგში ხელისუფლების წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის საქმე მოწმეების წინააღმდეგ იმის გამო აღძრეს, რომ ისინი ორგანიზებას უწევენ და ესწრებიან რელიგიურ შეხვედრებს და სხვებსაც უზიარებენ თავიანთ მრწამსს. როგორც ცნობილია, იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ქადაგებენ. თუ ტაგანროგში განაჩენს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამოიტანენ, ეს ისეთ პრეცედენტს შექმნის, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელს მისცემს, მთელი რუსეთის მასშტაბით მოწმეები თავიანთი რელიგიური მსახურების გამო დამნაშავეებად ცნონ.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

რუსეთი: გრიგორი მარტინოვი, ტელ. +7 812 702 2691