წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეები მღერიან კრების შეხვედრაზე, დონის როსტოვი, რუსეთი

2016 წლის 22 სექტემბერი
რუსეთი

ნაწილი 1

ექსპერტების განცხადება: რუსეთი ანტიექსტრემისტულ კანონს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ იყენებს

ექსპერტების განცხადება: რუსეთი ანტიექსტრემისტულ კანონს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ იყენებს

ინტერვიუ ჩამოერთვათ წამყვან რელიგიათმცოდნეებს, პოლიტიკოსებსა და სოციოლოგებს; აგრეთვე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების მკვლევრებს. ეს არის სამნაწილიანი ექსკლუზიური ინტერვიუს პირველი ნაწილი.

სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი — რუსეთის გენერალური პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა „ექსტრემისტულად“ გამოცხადდეს. თუ სასამართლო მხარს დაუჭერს გენერალური პროკურატურის მოთხოვნას, ეს გამოიწვევს რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციას და ქვეყანაში მათი საქმიანობის აკრძალვას. იეჰოვას მოწმეებმა მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები გაასაჩივრეს; სასამართლო პროცესები 2016 წლის 23 სექტემბერს განახლდება.

გენერალურმა პროკურატურამ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ საქმე ანტიექსტრემისტული კანონის საფუძველზე აღძრა. ექსპერტების აზრით, ეს კანონი დისკრიმინაციულია და ყოველგვარ აზრსაა მოკლებული.

დრ. დერეკ დეივისი

„ექსტრემისტულად ითვლება ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, რასაც ხელისუფლება უნდა ებრძოდეს კიდეც. თუმცა ისეთი რამის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ადამიანის სიცოცხლეს არ ხელყოფს, ექსტრემიზმის ერთგვარი გამოხატულებაა“, — აღნიშნავს დერეკ დეივისი, ბეილორის უნივერსიტეტის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობების კვლევების, დოუსონის ინსტიტუტის, ყოფილი დირექტორი (J.M. Dawson Institute of Church-State Studies at Baylor University).

დრ. მარკ იუგენსმეიერი

კალიფორნიის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი, მარკ იუგენსმეიერი საუბრობს იმაზე, თუ რატომ ზღუდავს რუსეთის მთავრობა იეჰოვას მოწმეების მშვიდობიან რელიგიურ საქმიანობას: „რუსეთი მზაკვრულად მოქმედებს — ის რელიგიის თავისუფლებას ზღუდავს და ამის მიზეზად ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებს“ (Orfalea Center for Global and International Studies at the University of California, Santa Barbara). ბრიტანეთის აკადემიის წევრი ჯიმ ბექფორდი დასძენს: „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მთავრობას იმისკენ აქეზებს, რომ დაიცვას მათი ინტერესები და ჩაახშოს სხვა ნებისმიერი რელიგიური საქმიანობა“.

დრ. ჯიმ ბექფორდი

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ უფლებამოსილი პირები არასწორად იყენებენ კანონს, არამედ ისიც, რომ თავად კანონია ისე შედგენილი, რომ უფლებამოსილ პირებს ადვილად შეუძლიათ მისი გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის. მოსკოვში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი „სოვა“ აცხადებს: „როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ ბუნდოვან კანონს მთავრობა სათავისოდ იყენებს, რათა პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოების წინააღმდეგ გაილაშქროს“.

დრ. ემილი ბარანი

ტენესის შტატის უნივერსიტეტში რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის ასისტენტ-პროფესორი ემილი ბარანი ასეთ რამეს ამბობს: „რუსეთის მოქალაქეებს უნდა აღელვებდეთ ის ფაქტი, რომ მთავრობამ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით; ვინაიდან ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი სხვა რელიგიური უმცირესობების უფლებებსაც შეზღუდავს“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. 1-718-560-5000

რუსეთი: იაროსლავ სივულსკი, ტელ. 7-812-702-2691