წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 29 აპრილი
ნიკარაგუა

მიწისძვრა ნიკარაგუაში

მიწისძვრა ნიკარაგუაში

2014 წლის 14 აპრილს, ორშაბათს, ნიკარაგუის დედაქალაქ მანაგუას ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეს იყო ბოლო ბიძგი გასული ოთხი დღის მანძილზე დაფიქსირებულ ბიძგებს შორის; ყველაზე ძლიერი ბიძგი 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. იეჰოვას მოწმეების ცენტრალური ამერიკის ფილიალი (მექსიკა) იუწყება, რომ მიწისძვრის შედეგად, არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაშავებულა. თუმცა მოწმეების 7 სახლი დაინგრა, 21 კი სერიოზულად დაზიანდა. მიწისძვრამ აგრეთვე სერიოზული ზიანი მიაყენა იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემის ადგილს, სამეფო დარბაზს ქალაქ ნაგაროტეში. ამის გამო იეჰოვას მოწმეების ორ კრებას ყოველწლიური შეხვედრის, იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს, აღნიშვნა ავტომანქანების სადგომში მოუწია. ამ საღამოს 530-ზე მეტი კაცი დაესწრო, მათ შორის ბევრი ისეთიც იყო, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე. ადგილობრივი ფილიალი დახმარების ხელს უწვდის და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფს იმ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც მიწისძვრის გამო საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ცენტრალური ამერიკა: გამალიელ კამარილო, ტელ. +52 555 133 3048