წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 17 ივნისი
ნეპალი

ნეპალში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სხვადასხვა ქვეყნიდან ეწევათ დახმარება

ნეპალში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სხვადასხვა ქვეყნიდან ეწევათ დახმარება

კატმანდუ, ნეპალი — იეჰოვას მოწმეები ბანგლადეშიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, შეერთებული შტატებიდან და შვეიცარიიდან დახმარებას უწევენ 2015 წლის 25 აპრილს ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს. სტიქიამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ერთი იეჰოვას მოწმე და მისი ორი შვილი. ნეპალში კიდევ ერთი მიწისძვრა 2015 წლის 12 მაისს მოხდა. თუმცა მოწმეები იტყობინებიან, რომ ამჯერად არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არც დაშავებულა; სტიქიას მოწმეებისთვის არც სერიოზული ზარალი მიუყენებია.

იეჰოვას მოწმეები დღეში ორჯერ უმასპინძლდებიან სტიქიის შედეგად დაზარალებულ თანამორწმუნეებს და სხვებს

პირველად მომხდარი მიწისძვრიდან მეორე დღესვე ნეპალში იეჰოვას მოწმეთა ნეპალის ოფისის წარმომადგენლებმა დაზარალებულთათვის დახმარების აღმოსაჩენად თითოეული კრება მოინახულეს კატმანდუში, რომელიც სტიქიის ეპიცენტრი იყო. მიწისძვრის შედეგად, 38 მოწმის სახლი დაინგრა, 126-ის კი — დაზიანდა. ზოგი უსახლკაროდ დარჩენილი თანაქრისტიანებმა შეიფარეს, ზოგი მათგანი სამეფო დარბაზებში (თაყვანისცემის ადგილი) და კარვებში განათავსეს. იეჰოვას მოწმეთა ოფისმა დაიწყო დაზარალებულთა საკვებით მომარაგება, მათ აგრეთვე შეურთდნენ მოწმეები ბანგლადეშიდან, ინდოეთიდან და ნეპალის ქალაქებიდან, ბირგანჯიდან, დამაულიდან, მაჰენდრანაგარადან და პოკჰარადან. სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი დღემდე უწევს ორგანიზებას იმას, რომ ინდოეთიდან, იაპონიიდან და ნეპალიდან ჩასულმა მოწმეებმა დაზარალებულებს დროებითი თავშესაფრები აუშენონ.

მოწმეები, რომლებიც ნეპალის ოფისში მსახურობენ, ქალაქ ბირგანჯიდან ჩამოსულ ჰუმანიტარულ დახმარებას ტვირთავენ

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი ნეპალში, რეუბენ ტაფალია, აღნიშნავს: „ჩვენ მხოლოდ დაზარალებულთა ფიზიკურ საჭიროებებზე კი არ ვზრუნავთ, არამედ მათ სულიერ კეთილდღეობაზეც. გარდა იმისა, რომ დაზარალებულებს წყლითა და საკვებით ვამარაგებთ და მათ თავშესაფარზე ვზრუნავთ, სამწყემსო მონახულებებსაც ვუტარებთ“. იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, გარი ბრუქსმა, 2015 წლის 2—5 მაისს სტიქიის ზონაში მოინახულა ყველა კრება და დაზარალებული ოჯახები. 2015 წლის 4 მაისს სპეციალური პროგრამის დროს გარი ბრუქსი გამოვიდა მოხსენებით, რომელიც ითარგმნებოდა და ვიდეოტრანსლაციით გადაიცემოდა ამ რეგიონის სხვადასხვა კრებაში. გარდა ამისა, 2015 წლის 5 მაისს სტიქიის ზონაში ჩავიდა იაპონიის ფილიალის წარმომადგენელი, კენჯი ჩიჩი. მანაც მოინახულა დაზარალებული ოჯახები და გაამხნევა ბიბლიური აზრებით.

იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი, გარი ბრუქსი (მარჯვნივ) ერთ დანგრეულ საცხოვრებელ სახლს ამოწმებს

იეჰოვას მოწმეების გერმანიის ფილიალმა მოწმეებისგან შემდგარი მედპერსონალი შეკრიბა, მათ შორის ანესთეზიოლოგი, ქირურგი, ექთანი და მედდა. ეს გუნდი, რომელიც ევროპიდან სტიქიის ზონაში ჩავიდა, მედიკამენტებით, სამედიცინო იარაღებით, ოპერაციებისა და ინტენსიური მკურნალობისთვის საჭირო აღჭურვილობით მოამარაგეს ბანგლადეშიდან, ინდოეთიდან და იაპონიიდან. ეს მედპერსონალი სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამეფო დარბაზებს იყენებდა დაშავებულთათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

კატმანდუს ერთ-ერთ სამეფო დარბაზში განთავსებული მოხალისე იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი დაზარალებულებს საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფს

იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი, რიჩარდ ბრაუნი, აღნიშნავს: „სტიქიით დაზარალებულებს დღემდე ვეხმარებით, რადგან გვესმის, რომ უფრო მეტი ესაჭიროებათ, ვიდრე მხოლოდ სამედიცინო დახმარება. ნეპალში ჩვენს თანამორწმუნეებს და სხვა გადარჩენილებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ კვლავაც აღმოვუჩენთ სულიერ და მატერიალურ დახმარებას. ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ მათზე“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

გერმანია: ვოლფრამ სლუპინა, ტელ. +49 6483 41 3110

იაპონია: იჩიკი მატსუნაგა, ტელ. +81 46 233 0005

ნეპალი: რეუბენ ტაფალია, ტელ. +977 9813469616