წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 1 აგვისტო
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

JW.ORG — მსოფლიოში ყველაზე მეტ ენაზე ხელმისაწვდომ ვებ-გვერდს იეჰოვას მოწმეები ფართო მასებს გააცნობენ

JW.ORG — მსოფლიოში ყველაზე მეტ ენაზე ხელმისაწვდომ ვებ-გვერდს იეჰოვას მოწმეები ფართო მასებს გააცნობენ

ნიუ-იორკი — 2014 წლის 1 აგვისტოდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეები ერთი თვის მანძილზე მთელ მსოფლიოში გაავრცელებენ ახალ ბუკლეტს „უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხები“. ამ ბუკლეტის მეშვეობით მოწმეები ხალხს თავიანთ ოფიციალურ ვებ-გვერდს jw.org-ს გააცნობენ. ეს ერთადერთი ვებ-გვერდია მსოფლიოში, რომელიც ამ დროისთვის დაახლოებით 500 ენაზეა გადათარგმნილი და საიდანაც პუბლიკაციების ჩამოტვირთვა თითქმის 700 ენაზეა შესაძლებელი.

ყოველდღიურად jw.org-ს მილიონობით ადამიანი სტუმრობს. ვებ-გვერდზე განთავსებული ვიდეორგოლები და პუბლიკაციები შეიცავს რჩევებს, რომლებიც ასაკის, წარმომავლობისა თუ მდგომარეობის მიუხედავად ყველასთვის პრაქტიკული და დამხმარეა. მაგალითად, ერთ-ერთი ვიდეორგოლი, სახელწოდებით „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“, ახალ ბუკლეტზე მოცემული QR კოდის დასკანირების მეშვეობით შეგიძლიათ იხილოთ. ეს ვიდეორგოლი, რომელშიც რეალურ კადრებს ანიმაციური ეფექტები ერწყმის, დაგანახვებთ, რატომ ღირს ბიბლიის შესწავლა. ის 450-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი და მისი ვებ-გვერდზე განთავსების დღიდან (2013 წლის 18 ნოემბერი) მოყოლებული დაახლოებით 4 მილიონჯერ იქნა ჩამოტვირთული.

რიჩარდ ბრაუნი, იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს (ბრუკლინი, ნიუ-იორკი) პრეს-მდივანი, გვიზიარებს: „ეს კამპანია ჩვენთვის განსაკუთრებულია. დაახლოებით 8 მილიონი იეჰოვას მოწმე მთელ მსოფლიოში თავს არ დაზოგავს, რომ ნაცნობსა თუ უცნობს ამ ვებ-გვერდის შესახებ გააგებინოს. ეს შესაძლოა ყველაზე მასშტაბური კამპანია გახდეს იეჰოვას მოწმეების ისტორიაში“.

ჯეფრი ჯექსონი, იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, აღნიშნავს: „უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ვებ-გვერდი ფართო მასებისთვის გახდა ხელმისაწვდომი და დღეს ვხედავთ, რომ მან მრავალ ადამიანს ფასდაუდებელი დახმარება გაუწია. ამ ვებ-გვერდზე თქვენ შეძლებთ უყუროთ სპეციალურად თქვენი პატარებისთვის დამზადებულ ვიდეორგოლებს; აგრეთვე ნახავთ სტატიებს, რომლებიც თქვენი ოჯახის კეთილდღეობას მოემსახურება და ამასთან შეძლებთ პირდაპირ ვებ-გვერდზე წაიკითხოთ ბიბლია. გვსურს, ჩვენი ვებ-გვერდი რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს და სწორედ ამიტომ წამოვიწყეთ ეს სპეციალური კამპანია“.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000