წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 15 მაისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო კონგრესები ახლოვდება

იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო კონგრესები ახლოვდება

ნიუ-იორკი — იეჰოვას მოწმეები იუწყებიან, რომ 2014 წლის ივნისიდან მოყოლებული 2015 წლის იანვრის ჩათვლით მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში სამდღიანი საერთაშორისო კონგრესები ჩატარდება. პირველად ეს კონგრესები შეერთებულ შტატებში გაიმართება, შემდეგ კი ავსტრალიაში, ეკვადორში, ინგლისში, გერმანიაში, საბერძნეთში, მექსიკაში, სამხრეთ კორეასა და ზიმბაბვეში. საერთაშორისო კონგრესები რეგიონული კონგრესების პარალელურად ჩატარდება; რეგიონულ კონგრესებს იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად შედარებით პატარა მასშტაბებით ატარებენ.

საერთაშორისო კონგრესები 2014 წლის 6 ივნისს დაიწყება. პირველად ის დეტროიტში (მიჩიგანი, აშშ) ფორდ-ფილდის სტადიონზე ჩატარდება. ამ კონგრესს დაახლოებით 45 500 კაცი დაესწრება, მათ შორის 2 500 დელეგატი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ქვეყნები, სადაც საერთაშორისო კონგრესები ჩატარდება, უმასპინძლებენ უცხოელ დელეგატებს, მათ შორის მისიონერებს. იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს (ბრუკლინი, ნიუ-იორკი) წარმომადგენელი, რიჩარდ ბრაუნი აღნიშნავს: „ჩვენი საერთაშორისო კონგრესები ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი შეხვედრებია. ვფიქრობთ, რომ ამ კონგრესებზე ყველა დიდ სიამოვნებას მიიღებს, რადგან აქ შევიკრიბებით ოჯახები, მეგობრები და მოვისმენთ გამამხნევებელ მოხსენებებსა თუ პროგრამის სხვა მნიშვნელოვან პუნქტებს“.

ამ კონგრესის სახელწოდებაა „უპირველესად ეძებეთ ღვთის სამეფო!“. რიჩარდ ბრაუნი აგრეთვე აღნიშნავს, რომ „პროგრამა მთლიანად აგებული იქნება ბიბლიის მთავარ თემასა და იეჰოვას მოწმეთა ორ ძირითად სწავლებაზე — პირველი, რომ ღვთის სამეფო 1914 წელს დამყარდა და მეორე ის, რომ იესო ქრისტე ღვთის სამეფოს მეფეა. როგორც ვიცით, წელს ღვთის სამეფოს მმართველობას ასი წელი შეუსრულდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს კონგრესები სწორედ ამ ისტორიულ თარიღს ეძღვნება“.

მოწმეები ემზადებიან საერთაშორისო კამპანიისთვის, რომლის დროსაც ისინი ნაცნობებსა თუ უცნობებს ამ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე მიიწვევენ. როგორც იეჰოვას მოწმეების ნებისმიერ სხვა შეხვედრაზე, ამჯერადაც დასწრება უფასო იქნება და აქ არც ფულის აკრეფა მოხდება.

2014 წლის კონგრესების ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი შეგიძლიათ მოძებნოთ იეჰოვას მოწმეების ვებ-გვერდზე jw.org. ამ ღონისძიებით დაინტერესებულ ჟურნალისტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ ფილიალს, სადაც მათ დააკავშირებენ საკონტაქტო პირთან, რომელიც კონგრესებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე გასცემთ პასუხს.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000