წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

16 მაისი, 2013
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

იწყება იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესები — „ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებაა!“

იწყება იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესები — „ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებაა!“

ნიუ-იორკი — იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად ატარებენ საოლქო კონგრესებს. არც ეს წელია გამონაკლისი. კონგრესების ჩატარებამდე მოეწყობა კამპანია, რომლის დროსაც მოწმეები ხალხს ამ შეხვედრებზე მიიწვევენ. წლევანდელი კონგრესის თემაა: „ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებაა!“. კონგრესები დაიწყება შეერთებულ შტატებში მაისის თვიდან და დეკემბრამდე გაგრძელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„კონგრესის წლევანდელი თემა მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან იმას ეხება, რაც იეჰოვას მოწმეთა ოჯახებისთვის ძირითადი ფასეულობაა, — თქვა იეჰოვას მოწმეთა საინფორმაციო სამსახურის პრეს-მდივანმა. — მოწმეთა ოჯახებისთვის ბიბლია სანდო სახელმძღვანელო და საიმედო მრჩეველია ამ რთულ დროში. დარწმუნებული ვართ, რომ დამსწრეთათვის მრავალფეროვანი პროგრამა და პრაქტიკული რჩევები საინტერესო და სასარგებლო იქნება“.

ჯ. ბრაუნმა აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბიბლიის შესწავლას. ისინი კვირაში ერთ საღამოს უთმობენ ბიბლიის კითხვასა და მის გამოკვლევას და ამ შეხვედრას „ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს“ უწოდებენ. «ამ კონგრესზე ოჯახები და ცალკეული პირები მიიღებენ ახალ პუბლიკაციებსა და ბიბლიის საკვლევ სხვა საშუალებებს, — დასძენს ჯ. ბრაუნი. — სწორედ ეს არის „რაღაც ახალი“, რასაც მოწმეები ყოველ წელს ელიან».

2013 წლის საოლქო კონგრესის — „ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებაა!“ — ჩატარების დროისა და ადგილის გასაგებად იხილეთ იეჰოვას მოწმეთა ოფიციალური ვებ-გვერდი jw.org. დამატებითი ინფორმაციისთვის ჟურნალისტებს შეუძლიათ მიმართონ იეჰოვას მოწმეთა ფილიალს. უახლესი ინფორმაციის მისაღებად კი შეუძლიათ დაუკავშირდნენ მედიასთან საკონტაქტო პირს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ.+1 718 560 5000

საქართველო: მანუჩარ ციმინტია, ტელ. +995 599-51-51-74