წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 20 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

იეჰოვას მოწმეები ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს მოსაწვევების გავრცელებას იწყებენ

იეჰოვას მოწმეები ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს მოსაწვევების გავრცელებას იწყებენ

ნიუ-იორკი — 2014 წლის 22 მარტს, შაბათს, იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში სპეციალურ კამპანიას იწყებენ; ისინი ხალხს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე მიიწვევენ, რომელიც წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. გასულ წელს ამ განსაკუთრებულ საღამოს 19 241 252 ადამიანი დაესწრო. მოწმეები იმედოვნებენ, რომ წელს გახსენების საღამოს, რომელიც 14 აპრილს, ორშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ ჩატარდება, გაცილებით მეტი ადამიანი დაესწრება, ვიდრე გასულ წელს.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეხვედრა ყველა დამსწრისთვის საინტერესო იქნება და ბევრ რამეზე დააფიქრებს მათ, — აღნიშნავს ძმა ბრაუნი, რომელიც იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოს (ნიუ-იორკი) წარმომადგენელია. — სწორედ ამიტომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვიწვევთ, რადგან გვინდა, რომ ამ განსაკუთრებულ საღამოზე დასწრების შესაძლებლობა მათაც მიეცეთ“.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000