არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 25 თებერვალი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ეპატიჟებიან ხალხს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე, რომელიც ყოველ წელს აღინიშნება

იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ეპატიჟებიან ხალხს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე, რომელიც ყოველ წელს აღინიშნება

იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე წარმოითქმება ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება

ნიუ-იორკი — 27 თებერვალს, შაბათს მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები იწყებენ სპეციალურ კამპანიას. ისინი ეპატიჟებიან ხალხს ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაზე, იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე, რომელიც 23 მარტს გაიმართება. დეივიდ სიმონიანი, იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს (ნიუ-იორკი) წარმომადგენელი, აღნიშნავს: „ამ შეხვედრაზე წარმოითქმება მოხსენება იმის შესახებ, თუ რა სიკეთე მოაქვს ქრისტეს სიკვდილს ჩვენთვის დღეს და მომავლის რა იმედს გვისახავს. გვსურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაესწროს ამ შეხვედრას და სულიერად გამხნევდეს“.

კამპანიის დროს დაახლოებით რვა მილიონი იეჰოვას მოწმე ნაცნობებსა თუ უცნობებს დაპატიჟებს ამ შეხვედრაზე. გასულ წელს დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი დაესწრო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს.

საკონტაქტო პირი:

დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000