არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 4 მაისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

2016 წლის რეგიონული კონგრესი მოგვიწოდებს, ბოლომდე ვუერთგულოთ იეჰოვას

2016 წლის რეგიონული კონგრესი მოგვიწოდებს, ბოლომდე ვუერთგულოთ იეჰოვას

ნიუ-იორკი — იეჰოვას მოწმეები ხალხს 2016 წლის რეგიონულ კონგრესზე ეპატიჟებიან, რომლის სახელწოდებაა „ბოლომდე უერთგულეთ იეჰოვას!“. რეგიონული კონგრესები შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში 2016 წლის 20 მაისიდან დაიწყება. ნებისმიერ მსურველს მასზე დასწრება უფასოდ შეეძლება.

3­-დღიან კონგრესზე წარმოდგენილი იქნება 49 მოხსენება და 35 ვიდეო, რომლებშიც ყურადღება ერთგულებაზე გამახვილდება. გარდა ამისა, შაბათ-კვირას ნაჩვენები იქნება ორი ფილმი. ყოველ დღე დილის და ნაშუადღევის პროგრამა დაიწყება მუსიკალური ვიდეოს თანხლებით.

რეგიონული კონგრესის მოსაწვევებს იეჰოვას მოწმეები წელსაც გაავრცელებენ. მათ ვებ-გვერდზე jw.org­ შეგიძლიათ ნახოთ, სად და როდის ჩატარდება კონგრესი. იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც სურთ ამ კონგრესის პროგრამის გაშუქება, შეუძლიათ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ადგილობრივი საკონტაქტო პირის კოორდინატების დასადგენად, დაუკავშირდნენ იეჰოვას მოწმეების უახლოეს ფილიალს.

ბრუკლინში (ნიუ-იორკი) იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი დეივიდ სიმონიანი აღნიშნავს: „ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი ურთიერთობისთვის ერთგულება მეტად მნიშვნელოვანია. წლევანდელ რეგიონულ კონგრესზე წარმოდგენილი თემები დაგვეხმარება, უფრო მეტად დავუახლოვდეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს და რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვა ღმერთს. დარწმუნებული ვართ, რომ კონგრესის თითოეული დამსწრე კმაყოფილი დარჩება“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000