არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

15 აგვისტო, 2012
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი განახლდა

ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი განახლდა

ნიუ-იორკში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, იეჰოვას მოწმეების 40 კაციანი ჯგუფი მუშაობდა www.jw.org ვებ-გვერდის განახლებაზე. სამწერლო და მხატვრული გაფორმების განყოფილებებთან თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა უფრო მიმზიდველი ვებ-გვერდი. მისი გამოყენება ადვილია, როგორც კომპიუტერის, ისე მობილური ტელეფონის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდის გადაკეთებას ორ მიზანი აქვს.

1) ვებ-გვერდების გაერთიანება. იეჰოვას მოწმეების სამი ვებ-გვერდი ახლა გაერთიანდა და შეიქმნა ერთი ოფიციალური ვებ-გვერდი www.jw.org. დანარჩენი ორი ვებ-გვერდი www.watchtower.org და www.jw-media.org გაუქმდა. ვებ-გვერდების გაერთიანების შედეგად, დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მხოლოდ ერთი წყაროდან მიიღონ ინფორმაცია იეჰოვას მოწმეების შესახებ. მაგალითად, მსურველებს შეეძლებათ, მრავალ ენაზე მოისმინონ და ამობეჭდონ სასურველი გვერდები ბიბლიიდან და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებიდან.

2) ინფორმაციის დამატება. განახლებულ ვებ-გვერდზე იხილავთ ბიბლიურ კითხვებზე გაცემულ მოკლე პასუხებს. გარდა ამისა, გაიგებთ სამქადაგებლო საქმიანობის, ფილიალების, სამეფო დარბაზებისა და იეჰოვას მოწმეების კონგრესების შესახებ. „ახალი ამბების“ განყოფილება გაგაცნობთ მსოფლიო იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებულ ამბებს. აქვე ნახავთ, ინტერაქტიულ გვერდებს ოჯახებისთვის, მოზარდებისა და ბავშვებისთვის.

ჩვეულებრივ, დღეში ასობით ათასი ადამიანი კითხულობს ჩვენს ვებ-გვერდზე 430 ენაზე განთავსებულ ონლაინ-პუბლიკაციებს. ვებ-გვერდიდან ხდება ნახევარ მილიონამდე აუდიო, EPUB, PDF ფორმატებისა და ჟესტების ენაზე არსებული ვიდეო-ფაილების ჩამოტვირთვა. ყოველდღიურად, ასობით ადამიანი ვებ-გვერდის მეშვეობით გამოთქვამს ბიბლიის შესწავლის სურვილს.