წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 6 მარტი
მოზამბიკი

მოწმეები ჰუმანიტარულ დახმარებას საჰაერო და სახმელეთო გზით აწვდიან დაზარალებულებს სტიქიის ზონაში

მოწმეები ჰუმანიტარულ დახმარებას საჰაერო და სახმელეთო გზით აწვდიან დაზარალებულებს სტიქიის ზონაში

მაპუტუ, მოზამბიკი — დეკემბრიდან იანვრის შუა რიცხვებამდე მოზამბიკის პროვინციაში, ზამბეზიაში კვირების მანძილზე გადაუღებლად წვიმდა, რამაც ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ 158 ადამიანი იმსხვერპლა. მოზამბიკში იეჰოვას მოწმეთა ფილიალი იტყობინება, რომ არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არც დაშავებულა. წყალდიდობამ დააზიანა ორი სამეფო დარბაზი, რომელსაც მოწმეები თაყვანისცემისთვის იყენებენ, და მიწასთან გაასწორა მოწმეთა 225 საცხოვრებელი სახლი.

იეჰოვას მოწმეები ჩირეს რაიონში მცხოვრებთათვის საკვებ პროდუქტებს ამზადებენ, რომელსაც მათ საჰაერო გზით მიაწოდებენ

იეჰოვას მოწმეებმა ჩამოაყალიბეს სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები, რათა სტიქიის ზონაში თანამორწმუნეებისთვის საჭირო დახმარება აღმოეჩინათ. ზოგ სამეფო დარბაზში დროებით შეასახლეს უსახლკაროდ დარჩენილები; დარბაზებს აგრეთვე საკვები პროდუქტების გასანაწილებლად იყენებდნენ. ჩირეს რაიონში (ზამბეზიის პროვინცია), რომელიც მაპუტუდან დაახლოებით 1 500 კილომეტრითაა დაშორებული, წყალდიდობის შედეგად დაინგრა ამ რაიონთან დამაკავშირებელი ხიდები და იქ მცხოვრები 1 300-ზე მეტი იეჰოვას მოწმე გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. მოზამბიკის სამოქალაქო ავიაციის ინსტიტუტმა იეჰოვას მოწმეებს 17 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით დაშვების უფლება მისცა.

მორუმბალას რაიონში სიმინდის ტომრებს დაზარალებულთათვის გასანაწილებლად ამზადებენ

მოზამბიკში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი, ალბერტო ლიბომბო აღნიშნავს: „გასაოცარი იყო იმის დანახვა, თუ რამხელა გულუხვობა გამოავლინეს ჩვენმა თანამორწმუნეებმა დაზარალებულთა დასახმარებლად. მოზამბიკის ფილიალი დღემდე უწევს ორგანიზებას იმას, რომ დაზარალებულებს კვლავ მიეწოდოს საკვები პროდუქტები და მათი სახლები აღდგენილ იქნეს. ჩვენ კვლავაც არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, რომ დაზარალებულები ვანუგეშოთ და საჭირო დახმარება აღმოვუჩინოთ“.

სამეფო დარბაზს დროებით საკვები პროდუქტების გასანაწილებლად იყენებენ (ჩირომო)

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

მოზამბიკი: ალბერტო ლიბომბო, ტელ. +258 21 450 500