წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 22 მაისი
მექსიკა

ესპანურენოვანი ქვეყნებისთვის განკუთვნილ წიგნების გრანდიოზულ გამოფენაში იეჰოვას მოწმეებმაც მიიღეს მონაწილეობა

ესპანურენოვანი ქვეყნებისთვის განკუთვნილ წიგნების გრანდიოზულ გამოფენაში იეჰოვას მოწმეებმაც მიიღეს მონაწილეობა

მეხიკო — გვადალახარაში იეჰოვას მოწმეები მიიწვიეს წიგნების საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც ფრანკფურტში (გერმანია) მოწყობილი წიგნების გამოფენის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენა იყო. ეს ღონისძიება ესპანურენოვანი ქვეყნებისთვის მექსიკის ქალაქ გვადალახარაში 2014 წელს გაიმართა; ის დაიწყო 29 ნოემბერს და გაგრძელდა 7 დეკემბრამდე. მთლიანობაში ამ გამოფენას 760 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია.

ამ გამოფენაზე წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ ორივე ტომის 4 000-ზე მეტი ეგზემპლარი გავრცელდა

გამოფენაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 1 900-მა საგამომცემლო კომპანიამ 44 ქვეყნიდან. ამ კულტურულ ღონისძიებაში იეჰოვას მოწმეებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ ჰქონდათ ინტერაქტიული საინფორმაციო ტერმინალი, სადაც წარმოდგენილი იყო ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა, მათ შორის წიგნები, რომლებიც პრაქტიკულ რჩევებს აძლევს ოჯახებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს.

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი მექსიკაში, გამალიელ კამარილო აღნიშნავს: „ამ ოთხი დღის მანძილზე ჩვენს ინტერაქტიულ საინფორმაციო ტერმინალს 10 000-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ლიტერატურა გავავრცელეთ უსასყიდლოდ, მთლიანობაში თითქმის 29 000 ეგზემპლარი. თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ ლიტერატურის გავრცელება არ არის. ჩვენი ჟურნალები და წიგნები ყურადღებას ამახვილებს ბიბლიაში ჩაწერილ პრაქტიკულ რჩევებზე, რომლებიც ყოველდღე მილიონობით ადამიანს ადგება ცხოვრებაში“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

მექსიკა: გამალიელ კამარილო, ტელ. +52 555 133 3048