წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 3 ივლისი
მექსიკა

მოწმეებმა მეხიკოში 2014 წელს გამართულ წიგნების საერთაშორისო გამოფენაზე თავიანთი ლიტერატურა წარმოადგინეს

მოწმეებმა მეხიკოში 2014 წელს გამართულ წიგნების საერთაშორისო გამოფენაზე თავიანთი ლიტერატურა წარმოადგინეს

მეხიკო — 150-მა გამომცემლობამ, მათ შორის იეჰოვას მოწმეებმა, მონაწილეობა მიიღო წიგნების პირველ საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში, რომელსაც ორგანიზება გაუწია მექსიკის პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურმა (წიგნის სახელმწიფო პალატა). გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ამ პალატის 50 წლისთავს, მეხიკოს მსოფლიო სავაჭრო ცენტრში 2014 წლის 25 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით გაიმართა. გამოფენა დაახლოებით 20 000-მა ადამიანმა დაათვალიერა.

მოწმეებმა მნახველებს წარუდგინეს მრავალფეროვანი ბიბლიური ლიტერატურა თუ სხვა მასალა — წიგნები, ჟურნალები და ვიდეოფილმები. მათ აგრეთვე გააცნეს სტუმრებს თავიანთი ოფიციალური ვებ-გვერდი www.jw.org, სადაც ბიბლიური ლიტერატურა 650-ზე მეტ ენაზეა განთავსებული. დამთვალიერებლებმა მოწმეების მიერ გამოცემული დაახლოებით 1 600 პუბლიკაცია აიღეს. ზოგმა ისიც კი ითხოვა, რომ მოწმეებს პირადად მიეკითხათ მათთვის სახლში. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც იეჰოვას მოწმეები ყველა პუბლიკაციას უფასოდ სთავაზობდნენ მნახველებს და, რაღა თქმა უნდა, ბიბლიის შესწავლის დაწყებაც მსურველთ სრულიად უსასყიდლოდ შეეძლოთ.

გამალიელ კამარილო, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი მექსიკაში, აღნიშნავს: „ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი კუთხე ამდენმა ხალხმა დაათვალიერა და ამდენი დაინტერესდა ბიბლიით; არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა მათზე ჩვენმა ვებ-გვერდმაც jw.org. ვფიქრობთ, ჩვენი საქმიანობით საზოგადოების ინტერესებს ვემსახურებით, რადგან ყველანაირად ვცდილობთ, საქმიან ადამიანებს, რომლებიც საკმაოდ დაკავებულნი არიან, ხელი მიუწვდებოდეთ ამ მეტად პრაქტიკულ ინფორმაციაზე. მოხარულნი ვართ, რომ ამ საერთაშორისო გამოფენაში ჩვენს მონაწილეობას მართლაც კარგი შედეგები მოჰყვა!“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

მექსიკა: გამალიელ კამარილო, ტელ. +52 555 133 3048