არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 24 აპრილი
მექსიკა

გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ცოცილი ენაზე

გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ცოცილი ენაზე

ჯეფრი ჯექსონი, იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, რომელიც ადგილობრივ ტრადიციულ სამოსშია გამოწყობილი, აცხადებს ცოცილი ენაზე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემას

მეხიკო — 2014 წლის 26-28 დეკემბერს ქალაქ ტუსტლა-გუტიერესში (ჩიაპასის შტატი, მექსიკა) ცოცილი ენაზე ჩატარებულ რეგიონულ კონგრესზე „უპირველესად ეძებეთ ღვთის სამეფო!“ გამოცხადდა, რომ გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ცოცილი ენაზე. ამ კონგრესის პროგრამა პარალელურად გადაიცემოდა ქალაქ კომიტანში (ჩიაპასის შტატი). კონგრესზე დამსწრე 5 073 დელეგატს ბიბლიის გარდა კიდევ ექვსი ახალი პუბლიკაცია დაურიგდა ცოცილი ენაზე.

გამალიელ კამარილო, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი მექსიკაში აღნიშნავს: «ძალიან გვიხარია, რომ გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ცოცილი ენაზე. სულმოუთმენლად ველით, როდის გამოვიყენებთ ბიბლიის ამ თარგმანს ცოცილი ენაზე მოლაპარაკე ხალხთან საქადაგოდ».

ცოცილი ენაზე მოლაპარაკე მოწმეები ჩიაპასის შტატში (მექსიკა) გამართულ კონგრესზე იყენებენ ახალახან გამოცემულ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“

მექსიკის განათლების სისტემის ერთ-ერთი ორგანოს მონაცემებით ცოცილი ენაზე 350 000-ზე მეტი ადამიანი საუბრობს ქვემო კალიფორნიაში, კამპეჩეში, ჩიაპასში, ოახაკაში და ვერაკრუსში. ბიბლიური ცნობა ცოცილი ენაზე მოლაპარაკე ხალხისთვის რომ გაეზიარებინათ, მოწმეებმა ქალაქ სან-კრისტობალ-დე-ლას-კასასში (ჩიაპასის შტატი) განათავსეს 15 კაცისგან შემდგარი მთარგმნელობითი ოფისი. პირველი პუბლიკაცია ცოცილი ენაზე იეჰოვას მოწმეებმა 2002 წელს გამოსცეს. დღესდღეობით კი ამ ენაზე 60-ზე მეტი პუბლიკაციის ჩამოტვირთვაა შესაძლებელი მათი ოფიციალური ვებ-გვერდიდან jw.org.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

მექსიკა: გამალიელ კამარილო, ტელ. +52 555 133 3048