წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 28 ნოემბერი
მექსიკა

მექსიკაში იეჰოვას მოწმეებს მადლობას უხდიან გაწეული დახმარებისთვის

მექსიკაში იეჰოვას მოწმეებს მადლობას უხდიან გაწეული დახმარებისთვის

მეხიკო — 2014 წლის 7 ივნისს 250-ზე მეტმა იეჰოვას მოწმემ ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა ბალდომერო მელო ალმადას სახელობის სპორტული კომპლექსის დალაგება-დასუფთავებაში, რაც მიზნად ისახავდა ამ კომპლექსის განსაკუთრებული საზოგადოებრივი ღონისძიებისთვის მომზადებას. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მოწმეებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ქალაქ უატაბამპოს სპორტის მუნიციპალური სასწავლო ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ანტონიო კოტა მარკესი თვეების მანძილზე ეძებდა მოხალისეებს, რომლებიც სტადიონის შეკეთებასა და დასუფთავებაში დაეხმარებოდნენ. 2014 წლის 7 ივლისს გუბერნატორს ამ სტადიონზე ახალი სარბენი ბილიკი ოფიციალურად უნდა გაეხსნა და ამ დროისთვის ყველაფერი წესრიგში უნდა ყოფილიყო. იეჰოვას მოწმეები მზადყოფნით გამოეხმაურნენ დირექტორის თხოვნას და დიდი დახმარება გაუწიეს მას და სპორტული კომპლექსის მომვლელებს. მათ სხვადასხვა სამუშაოები შეასრულეს — გაალამაზეს ტერიტორია, შეღებეს კალათბურთის ფარები და სტადიონიდან გაიტანეს ნაგავი.

შენობა, რომელსაც მოწმეები თავიანთი შეხვედრების ჩასატარებლად იყენებენ

სპორტკომპლექსის დირექტორმა ანტონიო კოტა მარკესმა იმიტომ გადაწყვიტა მოწმეებთან დაკავშირება, რომ უკვე კარგად იცოდა, თუ როგორ უვლიდნენ ისინი ამ სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ დარბაზს, რომელსაც რეგულარულად იყენებენ შეხვედრების ჩასატარებლად ესპანურ და მაიო ენებზე. ეს შეხვედრები მოწმეების უფასო ბიბლიური საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილია. პროფესორი მარკესი დააკვირდა, როგორ შეაკეთეს და დაასუფთავეს მოწმეებმა სპორტკომპლექსი, რის შემდეგაც ერთ ინტერვიუში აღნიშნა: „რა კარგია, რომ არსებობს ასეთი უანგარო ხალხი, რომლებიც მზად არიან, თავიანთი დრო ჩვენი სპორტკომპლექსის დასუფთავებას დაუთმონ“. მოგვიანებით მან ასეთი სიტყვები თქვა: „ჩვენი მერის, რამონ დიას ნიბლასის სახელით მადლობას გიხდით თქვენ მიერ გაწეული შრომისთვის. ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, რომ თქვენმა ორგანიზაციამ კვლავ ისარგებლოს ჩვენი შენობით. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ პასუხისმგებლობით ეკიდებით საქმეს და ასეთი თანამშრომლობის სული გაქვთ!“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

მექსიკა: გამალიელ კამარილო, ტელ. + 52 555 133 3000