წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 4 ნოემბერი
მექსიკა

იეჰოვას მოწმეებს აჯილდოებენ პატიმრებისთვის გაწეული დახმარებისთვის

იეჰოვას მოწმეებს აჯილდოებენ პატიმრებისთვის გაწეული დახმარებისთვის

მეხიკო — ქვემო კალიფორნიის (მექსიკის შტატი) უფლებამოსილმა პირებმა იეჰოვას მოწმეებს მადლიერების ნიშნად გადასცეს სერტიფიკატი იმ ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი შტატის გამოსასწორებელ ციხეებში ეწევიან. ამ სერთიფიკატს ხელი მოაწერა მექსიკის შტატის სახალხო დამცველის მოადგილემ, დენიელ დე ლა როსა ანაიამ და შტატის გამოსასწორებელი ციხეების უფროსის მოადგილემ, ხესუს ჰექტორ გრიჯალვა ტაპიამ.

სერთიფიკატში ასეთი სიტყვები წერია: „სახალხო დამცველის მოადგილე შტატის ხელისუფლების სახელით მადლობას უხდის იეჰოვას მოწმეებს იმ თავდაუზოგავი შრომისა და ფასდაუდებელი დახმარებისთვის, რაც ქვემო კალიფორნიის შტატის მოსახლეობას სასიკეთოდ წაადგება. მოწმეებმა დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ პატიმრების ცხოვრება საგრძნობლად გაუმჯობესებულიყო, რაც მათ დაეხმარება, გათავისუფლების შემდეგ კვლავ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი“.

მეხიკალის სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი, ხესუს მანუელ ლოპეზ მორენო

იეჰოვას მოწმეები ქვემო კალიფორნიაში რეგულარულად ინახულებენ პატიმრებს რამდენიმე ციხეში, მათ შორის ქალაქ მეხიკალის ციხეში; იქ მოწმეები თავდაპირველად 1991 წელს მივიდნენ, როდესაც ერთი პატიმრისგან წერილი მიიღეს. მეხიკალიში სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორმა, ხესუს მანუელ ლოპეზ მორენომ, მოწმეებთან საუბრის დროს აღნიშნა: „თქვენ ზრუნავთ პატიმრებზე და ამით ჩვენც დიდ დახმარებას გვიწევთ. პატიმრები იმდენად მადლიერნი არიან, რომ ასეთი სიტყვების სათქმელადაც კი აღიძრნენ: „ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვარ, რომელთაც გვაქვს ფასეულობები. როცა ციხეს დავტოვებთ, ჩვენი მიზანია, ისევ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი საზოგადოებაში და ვიყოთ გამოსადეგნი ... სიტყვებით ვერ გამოვთქვამ მადლიერებას თქვენ მიერ აღმოჩენილი დახმარებისთვის“.

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი მექსიკაში, გამალიელ კამარილო, აღნიშნავს: „იეჰოვას მოწმეების უმთავრესი მიზანია, ხალხს, მათ შორის პატიმრებს, დაეხმარონ, ბიბლიის შესწავლაში. მეხიკალიში ადგილობრივი კრების მიერ მოწოდებული ცნობებით, სულ მცირე, 8 ადამიანი მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა იმ პერიოდში, როცა სასჯელს იხდიდნენ მეხიკალის გამოსასწორებელ ციხეში. ჩვენი ღრმა რწმენით, ყველანაირ ადამიანს, როგორი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს, უნდა მიეცეს ბიბლიური განათლების მიღების შესაძლებლობა“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

მექსიკა: გამალიელ კამარილო, ტელ. +52 555 133 3048